Logo

პრესრელიზი "ბავშვებსა და მოზარდებში სისხლში ტყვიის შემცველობის შეფასება"

title


2018 წლის 18 ივლისს 10.00 საათზე  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის და  გაეროს ბავშვთა ფონდის  ორგანიზებით გაიმართება სემინარი თემაზე

 

ბავშვებსა და მოზარდებში  სისხლში ტყვიის შემცველობის  შეფასება 

 

სემინარს დაესწრებიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, ემორის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი კრიტიკულ მედიცინაში და სამედიცინო ტოქსიკოლოგიის პოსტდოქტორანტურის კურსის დირექტორი, გაეროს ბავშვთა ფონდის და საქართველოში აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრების წარმომადგნლები. ასევე,  ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროფესიონალები.

 

ტყვიით დაბინძურებული გარემოს ზემოქმედება ადამიანების ორგანიზმზე საყოველთაო ჯანდაცვის

მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც იწვევს დაგროვილ ტოქსიურობას სხეულის სხვადასხვა სისტემებში. ტყვიის ნეიროტოქსიური ეფექტები განსაკუთრებით ძლიერია ბავშვებში. ემორის  უნივერსიტეტის პროფესორი ზიად კაზი საქართველოში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს ჩაუტარებს სემინარს, რომლის შემდეგაც ქართველმა პროფესიონალებმა უნდა შეძლონ: ჩამოთვალონ

ტყვიის შესაძლო წყაროები; განიხილონ ტყვიის ტოქსიურობის მექანიზმები და სამიზნეები; აღწერონ

ბავშვებში ტყვიის ტოქსიურობის კლინიკური გამოვლინებები და განიხილონ ტყვიის მომატებული მაჩვენებლის  მართვა იმ პაციენტებში, რომლებსაც კლინიკური ტყვიის ტოქსიურობა აქვთ.  ასევე, პრაქტიკული მაგალითების გამოყენებით, განიხილონ ტყვიის შემცირების სტრატეგიები.

 

სემინარი გაიმართება ცენტრის საკონფერენციო დარბაზში (მეორე სართული).

 

ვებ გვერდი - www.ncdc.ge  

ფეისბუქი - National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH),

მისამართი: თბილისი, მ. ასათიანის ქუჩა 9

საკონტაქტო პირი: ნინო მამუკაშვილი 595 956 103, მაია ქურციკიძე 599 533 071