Logo

ვაქცინაციის გლობალური სამიტი

title

ევროკომისია და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია 2019 წლის 12 სექტემბერს, ბრიუსელში (ბელგია) ერთობლივად მასპინძლობდა ვაქცინაციის გლობალურ სამიტს. 

მაღალი რანგის ერთდღიანი ღონისძიება მიზნად ისახავს ვაქცინებით მართვადი დაავადებების და ვაქცინების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ გლობალური რეაგირების გაძლიერებას. სამიტს ესწრებოდნენ პოლიტიკური ლიდერები, გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი დონის წარმომადგენლები, ჯანდაცვის სამინისტროები, წამყვანი აკადემიკოსები, მეცნიერები და სამედიცინო დარგის პროფესიონალები, კერძო სექტორის, წამყვანი სოციალური მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები - სულ 400-მდე ადამიანი.

ღონისძიება წარიმართა სამი თემატური მრგვალი მაგიდის გარშემო:

1. ჩვენ გვჯერა ვაქცინების (In Vaccines we trust) - ვაქცინების მიმართ ნდობის გაზრდის აქტივობების წარმოსაჩენად

2. მეცნიერების საოცრება - ვაქცინების კვლევის, განვითარების და ინოვაციების გაძლიერება

3. ვაქცინები იცავს ყველას, ყველგან - გლობალური პასუხის გაძლიერება იმუნიზაციის გზით ჯანმრთელობის, დაცულობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. 

დღეისათვის, ვაქცინაცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ყველაზე წარმატებული ღონისძიებაა. საყოველთაო აცრების დამსახურებით აღმოიფხვრა ყვავილი და ევროპა თავისუფალია პოლიომიელიტისაგან.

ამ მიღწევების მიუხედავად, მრავალი ქვეყანა კვლავაც დგას ვაქცინებით მართვადი დაავადებების უპრეცედენტო ეპიდემიის წინაშე, რაც გამოწვეულია ვაქცინაციით მოცვის  არასათანადო მაჩვენებლით. ჯანმოს განცხადებით, ვაქცინების შესახებ არასწორი (ცრუ) ინფორმაციის გავრცელება ჯანმრთელობის ძირითადი საფრთხეა 2019 წელს.