Logo

საველე ეპიდემიოლოგის საბაზისო კურსი (FETP Frontline)

title

2018 წლის 17 სექტემბერს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და
პრევენციის ცენტრების (US CDC) მხარდაჭერით დაიწყო საველე
ეპიდემიოლოგიის საბაზისო კურსის (FETP Frontline) პირველი კოჰორტის
სწავლება. სწავლების მიზანია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემაში
არსებული ადამიანური რესურსების გაძლიერება რისკების გამოვლენის,
რეაგირებისა და პრევენციისათვის.
თითოეული კოჰორტის სწავლება მოიცავს 3 თვიან კურსს, რომლის
ფარგლებშიც მონაწილეები გაიუმჯობესებენ უნარ-ჩვევებს შემდეგ
საკითხებზე: ზედამხედველობის ადგილობრივი მონაცემების ხარისხის
მონიტორინგი და შეფასება; ზედამხედველობის მონაცემების ანალიზი და
ინტერპრეტაცია; შემაჯამებელი ანგარიშების მომზადება გადაწყვეტილების
მიმღებთათვის და ეფექტური კომუნიკაცია.
სწავლების პირველ კოჰორტაში მონაწილეობას იღებენ აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის, იმერეთისა და თბილისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის
ცენტრების ეპიდემიოლოგები.