title
2019 წლის 17-20 სექტემბერს პოლონეთში, ქ. ვარშავაში ტარდება ბიოლოგიური საფრთხეების შემცირების პროგრამის (BTRP) სამეცნიერო პროგრამის შეფასება, რომელზეც აშშ თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ მიწვეულნი არიან სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთლობის ეროვნული ცენტრის დირექტორი სამეცნიერო დარგში ბატონი პაატა იმნაძე და ცენტრის თანამშრომლები, რომლებიც DTRA დაფინანსებით მიმდინარე პროექტებს ხელმძღვანელობენ.
შეხვედრის მიზანია ბიოლოგიური საფრთხეების შემცირების პროგრამის სამეცნიერო პროგრამების, კვლევითი პროექტებისა და აქტივობების შეფასება აშშ და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, ბიოუსაფრთხოების, ბიოდაცვისა და ბიო-ზედამხედველობის აქტივობების გაძლიერების მიმართულებებზე მსჯელობა BTRP-ის პარტნიორ ქვეყნებს შორის, ასევე BTRP სამეცნიერო საზოგადოებაში პარტნიორობისა და კოლაბორაციული ქსელების გაფართოება.