Logo

ზაფხულის კვება

title

ზაფხულის სიცხე ხშირად  სხვადასხვა  დაავადებებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პროვოცირებას იწევსამიტომ განსაკუთრებით ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ კვების რაციონს.   მაღალი ტემპერატურის პირობებში ადამიანის ორგანიზმი იცვლება ორი მიმართულებით: მცირდება ძილის ხანგრძლივობა   და იზრდება ორგანიზნში მიმდიანრე ბიოქიმიური რეაქციები. მეცნიერების მიერ დადგენილია, რომ ტემპერატურის 10 გრადუსით მომატებისას საჭიროა მისაღები  კალორიების 5-10%-ით შემცირება, ე.ი. არა მარტო საკვების რაოდენობრივად შეზღუდვა, არამედ ნაკლებკალორიული პროდუქტების მიღება. საჭიროა რაციონიდან ამოღებულ იქნეს: ცხიმიანი ხორცი, ტორტები, ბლინები მაიონეზით გაზავებული საკვები. სასურველია ხილის, ბოსტნეულის და რძის პროდუქტების დიდი რაოდენობით მიღებათუმცა ცხიმის საერთოდ ამოღება რაციონიდან საჭირო არაა.

ზაფხული ადამიანს სწორი კვების საუკეთესო შესაძლებლობას აძლევს. ჭარბ კილოგრამებთან გამოთხოვებაც წელიწადის ამ დროს გაცილებით იოლია.  ახალი ხილის, ბოსტნეულის, კენკრის ფართო არჩევანია - ეს ის პროდუქტებია, რომლებიც ორგანიზმს ვიტამინებითა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით ამარაგებს. 

ზაფხულში ოფლთან ერთად ხდება ორგანიზმიდან  სასიცოცხლო მნიშვნელობის  ვიტამინებისა და მიკროელემენტების კარგვა, რომელთა შორისაც განსაკუთრებით უხვადაა წყალში ადვილდ ხსნადი ვიტამინები (С, B1, В2, B6 და РР). დიეტოლოგების აზრითცხელ სეზონზე გამოყოფილი ოფლის შედეგად დაკარგული ვიტამინები და მიკროელემენტები შეგვიძლია შევავსოთ: სეზონური ხილით, ბოსტნეულით, ახლადგამოწურული წვენებით, ბალახის ჩაით და ბურახით.ზაფხულში სწორი კვების მთავარი წესია, მიირთვათ ის ახალი, ცოცხალი საკვები, რომელიც ჩვენი რეგიონისთვისაა დამახასიათებელი

სხვა სეზონებთან შედარებით  ზაფხულის კვების რაციონი  მდიდარია ხილით და ბოსტნეულით  და არჩევანიც  დიდია. თუმცა ხილისა და ბოსტნეულის მიღებისას საჭიროა ზომიერების დაცვა და  და თითოეული პროდუქტის ენერგეტიკული ღირებულების შეფასება.   ნესვი, ყურძენი, ლეღვი ძალიან მაღალკალორიულია, დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს შეიცავს და მთელი დღის განმავლობაში არ არის საჭირო  დიდი რაოდენობით მირთმევა, რაც შეეხება საზამთროს,  ის დაბალკალორიული პროდუქტია, მისი შემცველობის 70% დაახლოებით წყალია, თუმცა მისი მიღების დროს უნდა გათვალისწინებული იყოს  ზომიერება და დოზირების დაცვაა აუცილებელი. საზამთოს დიდი ულუფებით მიღება განსაკუთრებით სახიფათოა იმ პირებში, ვისაც აქვს თირკმლის რომელიმე დაავადება. 

ზაფხულის პერიოდში ხილიდან განსაკუთრებით სასარგებლოა გარგარი, ბალი, ალუბალი, შავი ქლიავი, ატამი, ვაშლი. კენკროვანი ხილიდან უპირატესობა ენიჭება   შავ მოცხარს, რომელიც არ კარგავს თავის სასარგებლო თვისებებს გაყინული სახითაც. ის შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინ С-ს, ასევე მდიდარია ვიტამინ Р-ით, რომელიც საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს ათეროსკლეროზის პრევენციისათვის. მხედველობისთის განსაკუთრებით სასარგებლოა მოცვი, ასევე სეზონური ხილიდან აღსანიშნავია მაყვალი და მარწყვი, რომლებიც ცხელი ტემეპერატური პირობებში, მიკროელემენტებისა და ვიტამინების უნიკალურ წყაროს წარმოადგენენ. 

გასათავლისწინებელია, რომ   ხილის ამ სახეობათა დიდი რაოდენობით გამოყენებისას,  განსაკუთრებით ბავშვებში, არ უნდა დავიწყებული იყოს მათი  ალერგიული მოქმედება.

ზაფხული კვების რაციონში უნდა ჩართული იყოს მეტი მხალეული და მწვანილი - ქინძი, ოხრახუში, მწვანე სალათა, ისპანახი, ჭინჭარი. ეს პროდუქტები ასევე ვიტამინების, მინერალებისა და ამინმჟავების უნიკალური წყაროა. 

ზაფხულში სიცხის პირობებში წყლის დეფიციტი ვითარდებაერთ-ერთ ხშირად მოხმარებადი პროდუქტებია   კიტრი და პომიდორი. კიტრის მიღებით ორგანიზმის განწმენდა ხდება, ბევრი ტოქსინი და შლაკი გამოიდევნებაპომიდორიც დაბალკალორიულია, მაგრამ მეტ-ნაკლებად კუჭ-ნაწლავის ტრაქტსა და ნაღვლის ბუშტს აღიზიანებს, ამიტომ, მხოლოდ პომიდვრის გამოყენება მთელი დღის განმავლობაში, დისკომფორტს გამოიწვევს.

ზაფხული წელიწადის ის ერთადერთი დროა, როცა რძის ნაწარმის (რძე, ყველი, ხაჭო, მაწონი) მიღება შეუზღუდავად შეიძლება. აღნიშნული პროდუქტები  აგრილებენ და ხელს უწყობენ სითხის დაგროვებას, რაც ორგანიზმს დეჰიდრატაციისგან - გამოშრობისგან იცავს.

საკვები სასურველია იყოს თბილი და მსუბუქი, კარგია ბრინჯის, ხორბლის, შვრიისა და წიწიბურას ფაფები - გარდა იმისა, რომ სასარგებლო ვიტამინებს შეიცავს, ორგანიზმს ენერგიითაც ავსებს. 

საუზმის მიღება რეკომედებულია დილის 6–7 სთზე. სადილიშუადღის ძლიერ სიცხემდე, ხოლო ვახშამი – 18 სთზე. მათ ვისაც ცარიელი კუჭით დაძინება არ შეუძლიათ, 20–21 სთზე მცირე წახემსებას ურჩევენ. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის გათვალისწინებით, რეკომენდებულია დღიური რაციონის კალორაჟის ამგვარი გადანაწილება: საუზმე – 35%; სადილი – 25%; ვახშამი – 25%; გვიანი წახემსება – 15%.

თუ წელიწადის ცივ დროს საუზმე ჩვეულებრივ ნახშირწყლებთან ასოცირდებოდა, რომელიც ენერგიას მატებს, ცხელ ამინდში ნახშირწყლოვანი პროდუქტების სადილად მიღებაა ბოსტნეულისა და ხილის სალათები, წიწიბურა და ბრინჯი, კარტოფილი და სუფები (უხორცო) – ეს ის კერძებია რომლებიც კუჭში სიმძიმის შეგრძნებას არ იწვევს და რომელთა მიღებაც უპრიანია. ამგვარი ნახშირწყლები ორგანიზმის მიერ ადვილად შეითვისება, იწვევენ მინიმალურ მჟავურ რეაქციას და შესაბამისად, ბევრი სითხის მიღებაც არაა საჭირო მისი ორგანიზმიდან გამოსადევნად.

ძილის წინ შიმშილის გრძნობის მოსაკლავად სასურველია  რძემჟავა პროდუქტები, რომლებიც დაბალცხიმიანობით გამოირჩევა. უმჯობესია ცხელი კერძის მომზადებისთანავე მირთმევა. პროდუქტის შეზავება, ან ცხელი კერძის გამოყენება უშუალოდ დამზადებისთანავე უნდა მოხდეს. ანუ სალათები, რომელიც ასე სასიამოვნოა ზაფხულში, უნდა შეზავდეს ზუსტად კვების წინ.

ზაფხულის სიცხე ხშირად უწევს პროვოცირებას საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოთა პრობლემებს, ამიტომ წელიწადის ამ დროს განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ კვების რაციონს.

რაც შეეხება სითხის რაოდენობის გაზრდას, ზაფხულის ცხელ დღეებში, ორგანიზმის მოთხოვნილება სითხეზე მკვეთრად იზრდება. ასეთ დროს უკეთესია წყლის თითო ჯერზე მცირე რაოდენობით მიღება, რადგან ბევრ წყალს ორგანიზმი ვერ ითვისებს და სიმძიმედ აწვება თირკმელებს. წყლის მინიმალური რაოდენობა ადამიანისთვის, რომელიც 50 კგ-ს იწონის (ფიზიკური დატვირთვის გარეშე) სულ მცირე 2,5 ლიტრს უნდა შეადგენდეს. მაქსიმალური რაოდენობის ცნება არ არსებობს, რადგან ყველაფერი ადამიანის წონაზე, ჰაერის ტემპერატურასა და მის საქმიანობაზეა დამოკიდებული. 

სიცხეს ორგანიზმი გამოყოფილი ოფლით ებრძვის, რომელიც ორთქლდება და კანს აგრილებს. ადამიანის სუნთქვა ხშირდება, ეს კი კიდევ უფრო აძლიერებს ორგანიზმში წყლის აორთქლებას. გამომდინარე აქედან, ზაფხულში ადამიანის ორგანიზმი სულ მცირე 3 ლიტრ წყალს გამოჰყოფს, რაც არღვევს ბალანსს და წყლის დონეც დაშვებულ ნორმაზე ქვევით ეცემა. სითხის ქრონიკული სიმცირის დროს ადამიანს შეშუპება უჩნდება და წონაშიც მატულობსდიეტოლოგების განცხადებით, სითხის სიმცირე არღვევს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და სწორედ ეს იწვევს ზედმეტი კილოგრამების დაგროვებას. ზედმეტი წონას კი, ყოველთვის თან ახლავს შეშუპება. იმ შემთხვევაში კი, თუ ადამიანი ცოტა წყალს ღებულობს შეშუპება ქრონიკულ სახეს ღებულობს.

ოფლის გამოყოფასთან ერთად ორგანიზმი მარილს და მიკროელემენტების გარკვეულ ნაწილს კარგავს, რასაც როგორც წესი, მინერალური წყლის მიღებით ივსება. მინერალური წყლის მიღება გამართლებულია, თუმცა უკეთესია უარი თქვათ სხვა მარილიან პროდუქტზე, რადგან ზედმეტი მარილი ისევ შეშუპებას იწვევს

 რეკომენდებული არა არის ტკბილი სასმელის და ალკოჰოლის მიღებაც, რადგან ისინიც კანის გაუწყლოებას იწვევენ. წყურვილის გრძნობის გაძლიერებას ასევე ტკბილი წვენები იწვევს.  

სიცხეში უკეთესია პომიდვრის, კიტრის ან ოხრახუშის წვენის მიღება.  ახალგაწურული წვენი ბევრად უფრო სასარგებლოა, რადგან მათში მეტი ვიტამინი და უჯრედისია. თუმცა, ამგვარი კოქტეილის დალევა რეკომენდებულია წყალთან გაზავებით.   

ყინულიანი წყლის დალევა ტემპერატურის მკვეთრ დაცემას იწვევს, რაც თავის მხრივ სისხლძარღვების შევიწროვების მიზეზი ხდება და ირღვევა სისხლის მიწოდება. თბილ ამინდში ცხელი წყლის დალევა კი, პირიქით სასარგებლოა, რადგან პირის ღრუს თერმორეცეპტორები ორგანიზმს  გაგრილების სიგნალს აძლევენ, ის კი, თავის მხრივდამცავ სისტემასრთავს და იცავს ადამიანს გადახურებისგან.

ცხელ დღეებში არ არის რეკომენდებული კოეფეინის შემცველი სითხის დიდი რაოდენობით მიღება. ამგვარი მეთოდით დახარჯული სითხის კომპენსირება აბსოლუტურად უშედეგოა