Logo

წნევის გაზომვის აქცია ბათუმის ბულვარში 05.09.2020

title

2020 წლის 5 სექტემბერს ქ.ბათუმში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოების, პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხელშემწყობთა ასოციაციის,აჭარის საზჯანდაცვის რეგიონალური ცენტრის ორგანიზებით გაიმართა აქცია სახელწოდებით
,,ჰიპერტენზიის მართვა და COVID 19 პანდემია''

მოსახლეობაში წნევის გაზომვის აქცია, საზოგადოების ინფორმირებულობის მიზნით საგანმანათლებლო აქტივობაა და მიმართულია ქრონიკული დაავადებების, ამ შემთხვევაში ჰიპერტენზიის მართვის ხარისხის მნიშვნელობაზე, კორონავირუსული ინფექციის დამდგარი შემთხვევების კეთილსაიმედო გამოსავლის მიმართულებით. ფონური ქრონიკული მდგომარეობების სტატუსი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს დაავადების მიმდინარეობას.

აქციები გაგრძელდება ქვეყნის მასშტაბით