Logo

ევროკავშირის თვინინგის პროექტის „სისხლის უსაფრთხოების სისტემების გაძლიერება საქართველოში“ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა 18.02.2021

title

2021 წლის 18 თებერვალს გაიმართა ევროკავშირის თვინინგის პროექტის „სისხლის უსაფრთხოების სისტემების გაძლიერება საქართველოში“ სამეთვალყურეო საბჭოს მე-4 სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, ევროკავშირის მხრიდან პროექტის პარტნიორი ქვეყნების - ლიეტუვას და ნოდერლანდების სამეფოს განმახორციელებლი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სხდომაზე მონაწილე მხარეებმა წარმოადგინეს ინფორმაცია პროექტის მთავარი პარტნიორი ქვეყნის ლიდერი ორგანიზაციის - ლიეტუვას ეროვნული სისხლის ბანკის დირექტორის საქართველოში ვიზიტის შედეგების თაობაზე. წარმოდგენილი იყო მოხსენება გასული კვარტლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შედეგებისა და მომავალი 6 თვის მანძილზე განსახორციელებელი ოპერაციული გეგმის შესახებ, რის შემდეგ გაიმართა დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში.

სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა დადებითი შეფასება მისცეს წარმოდგენილ დოკუმენტებს, რომლებიც საქართველოსა და ევროკავშირის მხრიდან პროექტის განმახორცილებელი მთავარი ორგანიზაციების ხელმძრვანელების ხელმოწერის შემდეგ მიეწოდება ევროკავშირის დელეფაციას საქართველოში.