Logo

ანონსი -MICS კვლევა

title

საქართველოში მიმდინარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი შინამეურნეობათა კვლევა - რავალინდიკატორული კლასტერული კვლევა. კვლევის შედეგად შეგროვდება მაღალი ხარისხის  და საერთაშორისო დონეზე შედარებადი მონაცემები ოჯახების, ბავშვების და ქალების მდგომარეობის შესახებ ქვეყნის მასშტაბით. კვლევა ასევე შეამოწმებს წყლის ხარისხს და შეისწავლის 2-7 წლის ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობას. საელე სამუშაოები დაიწყო სექტემბრიდან დადამთავრდება დეკემბრის ბოლოს.

 

კვლევას საქართველოში ატარებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით. კვლევა ჩატარდება 14 000-ზე მეტ შინამეურნეობაში თბილისსა და საქართველოს 10 რეგიონში. წყლის შემოწმება შინამეურნეობებში მოიცავს სასმელი წყლის ნიმუშების აღებას ნაწლავის ჩხირის არსებობაზე შესამოწმებლად. 

 

ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად, 2 -7 წლის დაახლოებით 1500 ბავშვს ქვეყნის მასშტაბით აუღებენ სისხლს ვენიდან. ნიმუშები გაიგზავნება ევროპის ერთ-ერთ წამყვან ლაბორატორიაში იტალიაში. ოჯახები ინდივიდუალურად მიიღებენ ტყვიის ანალიზის პასუხებს და სისხლში ტყვიის შემცველობის მაღალი დონის დადგენის შემთხვევაში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მათ  უფასო კონსულტაციას გაუწევს.  

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გუნდში, რომელიც ოჯახებს ესტუმრება, იქნებიან 1-3 ინტერვიუერი,  ადამიანი, რომელიც აიღებს წყლის სინჯებს, გაზომავს და აწონის 5 წლამდე ასაკის ბავშვებს და ფლებოტომისტი, რომელიც ბავშვებს აუღებს სისხლს ვენიდან. სისხლის აღებამდე, მშობლებს და ბავშვებს შეეკითხებიან, თანახმა არიან თუ არა სისხლის აღებაზე. 

 

კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას  დაგეგმოს და შეიმუშაოს მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკა, რაც გააუმჯობესებს  დაუცველი ოჯახებისა და ბავშვების ცხოვრებას და ხელს შეუწყობს  მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას. 

 

ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელია საზოგადოების მხრიდან თანამშრომლობა და მხარდაჭერა

გთხოვთ, მიიღოთ კვლევაში მონაწილეობა.

 

კვლევის შედეგები საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება 2019 წლის გაზაფხულზე. 

ვებ გვერდ - www.ncdc.ge

ფეისბუქი - National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH),

მისამართითბილისიკახეთის გზატკეცილიი 99

საკონტაქტო პირი: ნინო მამუკაშვილი 595 956 103