Logo

31 მაისს მსოფლიო აღნიშნავს დღეს თამბაქოს გარეშე!

title

31 მაისს მსოფლიო აღნიშნავს დღეს თამბაქოს გარეშე! ამასთან დაკავშირებით თბილისი მარიოტში გაიმართა მიღება, სადაც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარეს, ბატონ აკაკი ზოიძეს WHO-ს სპეციალური ჯილდო თამბაქოს გლობალურ ეპიდემიასთან ბრძლოლაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა.
 აღნიშნული ფაქტით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აღიარებს საქართველოში თაბაქოს კონტროლში მიღწეულ შედეგებს და WHO-ს თამბაქოს შესახებ ჩარჩო კონვენციის წარმატებულ დანერგვას. საქართველოსთან ერთად კიდევ 5 ქვეყანა დაჯილდოვდა. მათ შორისაა ბელგია, ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო, უკრაინა და ტაჯიკეთი.
ბატონ აკაკი ზოიძეს და სრულიად საქართველოს ვულოცავთ და ვუსურვებთ წარმატებებს ამ მნიშვნელოვანი კანონმდებლობის განხორციელების პროცესში! 
ასევე გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც იცავს კანონს და არ „ეწევა“ სხვისი ჯანმრთელობის ხელყოფას! 

http://www.euro.who.int/en/health-topics/disease-prevention/tobacco/news/news/2018/5/world-no-tobacco-day-2018-awards-winners-from-the-who-european-region