title
საქართველო და უკრაინა COST-ის სრულუფლებიანი წევრი გახდნენ. 2022 წლის 31 მარტს COST-ის (ევროპული თანამშრომლობა მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში) წარმომადგენლებმა ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღეს.
COST კვლევითი და ინოვაციური ქსელების დამფინანსებელი ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს კვლევითი ინიციატივების დაკავშირებას ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ და საშუალებას აძლევს მკვლევარებს განავითარონ თავიანთი იდეები მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ნებისმიერ სფეროში.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ამჟამად მონაწილეობს 31 მიმდინარე ღონისძიებაში (არსებული ღონისძიებების 10.56%).