Logo

შეხვედრა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლებთან

title დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ვიზიტით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლები სტუმრობდნენ. სამუშაო სახის შეხვედრა გაიმართა მდგრადი ურბანული მობილურობის პროექტის დირექტორთან სამხრეთ კავკასიაში ქ-ნ მარტინა კოლბთან და მოწყვლადი იძულებით დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის პროექტის დირექტორთან სამხრეთ კავკასიაში ქ-ნ ფრედერიკ როჩოვანსკისთან.


ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა, მოკვლევა, თუ რა საჭირობები აქვს საქართველოს პანდემიასთან ბრძოლის დროს, განსაკუთრებით ვაქცინაციის პროცესში და რა სახის ჩართულობაა შესაძლებელი GIZ-ის მხრიდან. მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.