Logo

2018 წლის 1 მარტიდან C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული ახალი რეგულაციები

title

  • 2018 წლის 10 მარტიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შევიდა ცვლილება, რომლის შესაბამისად, სტაციონარული მომსახურების (გარდა დღის სტაციონარისა) მიმწოდებელი ვალდებულია ჰოსპიტალიზებული ყველა პაციენტისათვის, C ჰეპატიტზე სკრინინგული კვლევით დადებითი შედეგის მიღების შემთხვევაში, უზრუნველყოს მათი შემდგომი კონფირმაციული კვლევისათვის საჭირო სისხლის ნიმუშის აღება (საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 მარტის N120 დადგენილება);
  • ფორმა 066-ში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებების მიერ C ჰეპატიტის სკრინინგის მონაცემების რეგისტრაცია 2018 წლის 1 მარტიდან, უნდა განხორციელდეს უშუალოდ C ჰეპატიტის სკრინინგის ერთიან ელექტრონულ სისტემაში მისამართზე: http://stop-c.moh.gov.ge/ (აღნიშნული ვალდებულება განისაზღვრა „სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 18 იანვარის №01-2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 17 ივლისის  N01-45/ნ ბრძანება)
  • სისხლის ნიმუშის აღების წესი განსაზღვრულია სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) გენერალური დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული თანდართული „სისხლის აღების, ალიქვოტების მომზადებისა და ტრანსპორტირების წესის“ შესაბამისად (ცენტრის გენერალური დირექტორის 2018 წლის 6 მარტის N06-40/ო).
  •   ამასთან, ზემოაღნიშნული მოთხოვნების დარღვევისათვის დადგენილებით განისაზღვრა საჯარიმო სანქცია. კერძოდ, დარღვევა რომელიც გამოვლინდება რევიზიის დროს, გამოიწვევს მიმწოდებლის დაჯარიმებას განმახორციელებლის მიერ სარევიზიო პერიოდში პროგრამის/კომპონენტის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 1%-ით, (საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 მარტის N120 დადგენილება);
  • 2018 წლის 1 მარტიდან ცვლილება შევიდა ასევე, ,,სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 18 იანვრის N01-2/ნ ბრძანებაში, რომლის შესაბამისად, C ჰეპატიტის სკრინინგის სერვისის მიმწოდებელი ვალდებულია C ჰეპატიტის სკრინინგის აღრიცხვის მოდულში დაარეგისტრიროს ინფორმაცია C ჰეპატიტის სკრინინგის ჩატარების შესახებ სამედიცინო მომსახურების გაწევიდან 24 საათის განმავლობაში, შემდეგ მისამართზე: http://stop-c.moh.gov.ge/ (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 28 თებერვლის N1-10/ნ ბრძანება).
  •   კონფირმაციული კვლევისთვის სისხლის ნიმუშის აღებისას განახორციელოს შეტყობინება ცენტრში საკვლევი მასალის ტრანსპორტირების საჭიროების თაობაზე ამავე მოდულის მეშვეობით. ცენტრი უზრუნველყოფს დაწესებულებებიდან სისხლის ნიმუშების მოგროვებას და ტრანსპორტირებას რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრში.
  •   ცენტრი და სჯდ ცენტრები კონფირმაციულ კვლევებში ჩართვის მიზნით, ვალდებულნი არიან განახორციელონ C ჰეპატიტზე სკრინინგით დადებითი იმ ბენეფიციარების მიდევნება და აქტიური ზედამხედველობა, რომლებიც იდენტიფიცირებულნი არიან  C ჰეპატიტის სკრინინგის ერთიან ელექტრონულ სისტემაში 6 თვეზე მეტი ხნის წინ და არ მიუმართავთ სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისათვის შემდგომი კონფირმაციული კვლევებისათვის;
  •   C ჰეპატიტის სკრინინგით 2018 წლის 1 მარტამდე გამოვლენილ ბენეფიციარებს კონფირმაციული კვლევისათვის შეუძლიათ მიმართონ როგორც C ჰეპატიტის მკურნალობის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებს, ასევე ცენტრის ფილიალებს შემდგომი კონფირმაციული კვლევისათვის.

საკონტაქტო ინფორმაცია:

სისტემაში მუშაობის პერიოდში ტექნიკური შეზღუდვის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავირდეთ 116001 შიდა ნომერი 206.  ან ელექტრონული ფოსტის მისამართებზე: tornikerobaqidze@yahoo.com;  kristina.chanturidze@gmail.com;