Logo

ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტი დაავადებათა კონტროლის ცენტრში

title

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბატონი ზურაბ აზარაშვილი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს 12 იანვარს ესტუმრა. მინისტრი  შეხვდა ცენტრის თანამშრომლებს და გაეცნო მიმდინარე სამუშაო პრიორიტეტებს. ცენტრის წარმომადგენლებმა  უწყების ხელმძღვანელს  დაწესებულების საქმიანობისა და ძირითადი  მიმართულებების შესახებ  ინფორმაცია წარუდგინეს.  შეხვედრისას განიხილეს პანდემიასთან დაკავშირებული საკითხები, განსაკუთრებული აქცენტით  ომიკრონის შტამის მზარდი გავრცელების   პროგნოზთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება მისი დამაზიანებელი ეფექტის მინიმიზაცია. 
მინისტრი  ასევე გაეცნო  რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრს, ქიმიურ რისკ-ფაქტორთა შეფასების ლაბორატორიას, ვაქცინების ცენტრალური საცავს  და თანამშრომლებთან მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
მინისტრმა განაცხადა, რომ პანდემიის მართვის პროცესში დაავადებათა კონტროლის ცენტრის როლი ძალიან მნიშვნელოვანია და მას ყოველმხრივი მხარდაჭერა აღუთქვა.