Logo

უზბეკეთის რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი ცნეტრში 30.09.2019.

title

2019 წლის 27 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით ხორციელდება უზბეკეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ქვეშ მყოფი ორგანიზაციების ხელმძღვანელებისა და უზბეკეთისა და ყაზახეთის CDC-ის რეგიონული ოფისების წარმომადგენლებისგან შემდგარი დელეგაციის სასწავლო ვიზიტი საქართველოში. ვიზიტის მიზანია, დელეგატები გაეცნონ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის საკითხებს ადგილზე და შესაბამისად, დაგეგმილი აქვთ შეხვედრები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ პირებთან და პროგრამაში ჩართულ სერვისის მიმწოდებლებთან. დელეგატები ასევე დაესწრნენ და მონაწილეობა მიიღეს ტრანსკავკასიის რიგით მეორე სიმპოზიუმში B ჰეპატიტის საკითხებზე, რომელიც გაიმართა თბილისში 27-28 სექტემბერს.

დელეგაციას წარმოადგნენ შემდეგი პირები:

პროფესორი ერკინ ი. მუსაბაევი, უზბეკეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი; დოქტორი ბოტირ ა. ისაბეკოვი, ტაშკენტის ქალაქის ჯანდაცვის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი; დოქტორი ფაინა ი. ზიგანშინა, ტაშკენტის ქალაქის ჯანდაცვის ადმინისტრაციის ამბულატორიის მთავარი სპეციალისტი; დოქტორი ფარუკ რ. შარიპოვი, მკურნალობისა და პრევენციის სერვისების ხელმძღვანელი, უზბეკეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო; დოქტორი შახლო ს. სადიროვა, UHEP პროექტის კოორდინატორი, უზბეკეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ვირუსოლოგიის ინსტიტუტი; დოქტორი დანიელ სინგერი, CDC / ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორი; დოქტორი შახინია კარამატოვა, CDC /უზბეკეთის რეგიონული ოფისის დირექტორი; დოქტორი აიბეკ ხოდიევი, CDC-ის უზბეკეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მრჩეველი; ქ-ნი ლეილა კოროლი, CDC / უზბეკეთი.

30 სექტემბერს უზბეკეთის დელეგაციას შეხვედრა ჰქონდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, სადაც გენერალურმა დირექტორმა - ბ-მა ამირან გმაყრელიძემ სტუმრებს წარუდგინა მოხსენებები C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობის, პროგრესისა და გამოწვევების შესახებ, ასევე გააცნო დჯსკეცის ფუნქციები და პრიორიტეტები.