Logo

ქ. თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მენინგოკოკცემიის შემთხვევასთან დაკავშირებით

title

გაცნობებთ, რომ სკოლის მე-2 კლასის მოსწავლის მდგომარეობა, რომელიც ავად გახდა მენიგოკოკური ინფექციის ერთ-ერთი ფორმით, ამჟამად სტაბილურია და პროგნოზი საიმედოა. დაავადებული 26.11-ის საღამოდან ჰოსპიტალიზებულია და უტარდება ადექვატური სტანდარტული მკურნალობა.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნული შემთხვევიდან დაავადების გავრცელების რისკი სკოლაში არ არსებობს. შესაბამისად, სკოლაში ხორციელდება სტანდარტული დაგვა-დასუფთავების ღონისძიებები, სათავსების ხშირი განიავებით, რაც რეკომენდებულია მიმდინარე სეზონზე რესპირაციული ინფექციების გავრცელების პრევენციის მიზნით.

დაავადებულის ოჯახის წევრებს ჩაუტარდათ ანტიბიოტიკოპროფილაქტიკა.

მენინგოკოკური ინფექციის გამომწვევის გადაცემა ერთი ადამიანიდან მეორეზე ხდება რესპირაციული და სანერწყვე სითხეების გაზიარებისას. ჩვეულებრივ, ამისთვის საჭიროა ხანგრძლივი და მჭიდრო კონტაქტი (მაგალითად, შეხველება ან კოცნა). გამომწვევი ძალზე არაგამძლეა გარემოში და სწრაფად გაუვნებელდება ყოველგვარი სადეზინფექციო საშუალების გარეშე.