Logo

გერმანელი და ავსტრიელი სტუმრების ვიზიტი ცენტრში 02.10.2021

title

2021 წლის 2 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს გაცნობითი ვიზიტით ესტუმრნენ მიუნხენის (გერმანია) ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის ინფექციური და ტროპიკული დაავადებების ინსტიტუტის ემერიტუს დირექტორი, გერმანიის იმუნიზაციის კომისიის (STIKO)-ს წევრი,

ინფექციური დაავადებების რეგულაციების საკითხებში ჯანმო-ში გერმანიის წარმომადგენელი, პროფესორი თომას ლიოშერი (Prof. Dr. med. Tomas Löscher), ზალცბურგის (ავსტრია) საუნივერსიტეტო კლინიკის ნეიროქირურგიის კათედრის ემერიტუს გამგე, ზალცბურგის გაერთიანებული საუნივერსიტეტო კლინიკების ბორდის წევრი, პროფესორი პიტერ ვინკლა (Prof. Dr. med. Peter Winkler) და მიუნხენის (გერმანია) ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის პროფესორი, დოიჩეს დიაგნოსტიკუმის დირექტორიატის ბორდის ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, პროფესორი გიორგი გრიგოლია. შეხვედრისას გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ამირან გამყრელიძემ სტუმრებს გააცნო ცენტრის როლი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში, მისი ფუნქციონირების სტრატეგიული მიმართულებები, COVID-19-ის პანდემიაზე რეაგირებაში პასუხისმგებლობების კომპონენტები და განხილული იყო COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიმდინარეობა.  შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა ისაუბრეს სამომავლოდ სამეცნიერო თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და კვლევითი მიმართულებების განვითარებაზე.