Logo

C ჰეპატიტი

title

C ჰეპატიტის მართვა

რა არის C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის მიზანი?

 

C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის მიზანია საქართველოში C ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირება დაავადების პრევენციაზე, დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით.

 

რას მოიცავს C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის სკრინინგული კვლევის კომპონენტი?

 

სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ახორციელებს პროგრამის სკრინინგული კვლევის კომპონენტს, რომელიც მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:

·       სკრინინგისათვის საჭირო C ჰეპატიტის სადიაგნოსტიკო სწრაფი-მარტივი ტესტებისა და ლაბორატორიული სახარჯი მასალების, ტრანსპორტირებისთვის საჭირო საწვავისა და სკრინინგების განსახორციელებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შესყიდვას;

·       შესყიდული ტესტებისა და სახარჯი მასალების გაცემას, მოთხოვნის შესაბამისად, იმ სამედიცინო დაწესებულებებზე,  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებზე/სამსახურებზე, არასამთავრობო ორგანიზაციებსა, რომლებიც თანხმობას განაცხადებენ პაციენტებისათვის C ჰეპატიტის სკრინინგის უსასყიდლოდ ჩატარებაზე ცენტრის მიერ გადაცემული ტესტ-სისტემებისა და სახარჯი მასალების გამოყენებით, ასევე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტზე;

·      შესყიდული სკრინინგული ტესტებისა და სახარჯი მასალის მიწოდება ცენტრის მიერ ხორციელდება რეგიონული/მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მეშვეობით გეოგრაფიული პრინციპით, სჯდ ცენტრში წარდგენილი მოთხოვნების საფუძველზე;

·      მოსახლეობის ინფორმირებას, C ჰეპატიტზე სკრინინგის ჩატარების თაობაზე;

·      C ჰეპატიტზე სკრინინგის ჩატარებას გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპების დაცვით, დკსჯეც-ის, დკსჯეც-ის რეგიონული ლაბორატორიების და გამსვლელი ბრიგადების გამოყენებით, ასევე კომპონენტის მიმწოდებელ არასამთავრობო ორგანიზაციების და აფთიაქების მეშვეობით;

·      ცენტრი უფლებამოსილია შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის შიდსის პროგრამის ფარგლებში შესყიდული აივ ინფექცია/შიდსის სკრინინგული კვლევისთვის საჭირო ტესტები გამოიყენოს აივ-ინფექცია/შიდსზე ტანდემ-ტესტირებისათვის, რომელსაც ახორციელებენ ცენტრი, ცენტრის რეგიონული ლაბორატორიები და გამსვლელი ბრიგადები, ასევე, მაღალი რისკის ჯგუფებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები;

·      C ჰეპატიტსა და აივ ინფექცია/შიდსზე სკრინინგით გამოვლენილი დადებითი შემთხვევების რეფერალს დამატებითი ლაბორატორიული კვლევების ჩასატარებლად;

·      C ჰეპატიტზე სკრინინგის შედეგების აღრიცხვას ელექტრონული ფორმით;

·      სკრინინგული კვლევის კომპონენტის ადმინისტრირების უზრუნველყოფას.

·      ლუგარის ცენტრის მიერ:

Ø  კონფირმაციულ კვლევას „საქართველოსა (წარმოდგენილს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახით) და გილიად საიენს, ინკ. („გილიადი“) (Gilead Sciences, Inc. („Gilead“)-ს შორის გასაფორმებელი დოკუმენტის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 ოქტომბრის №2068 განკარგულების, ან ამ პროგრამის ფარგლებში, ან სხვა  დონორი ორგანიზაციის მიერ შესყიდული ტესტსისტემების საშუალებით, ხოლო HCV core antigen მეთოდით მიღებული უარყოფითი შედეგის მქონე ნიმუშების კვლევას – HCV რნმ პჯრ მეთოდით;

Ø  სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში კონფირმაციული კვლევების ხარისხის გარე კონტროლის ღონისძიებების უზრუნველყოფას;

Ø  „უსაფრთხო სისხლისა“ და „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მიღებული C ჰეპატიტზე სკრინინგით დადებითი ნიმუშების კონფირმაციულ კვლევას, ამ პუნქტის „ა.ა.ა.გ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

Ø  ლუგარის ცენტრის ბაზაზე ჩატარებული კონფირმაციული კვლევის შედეგების აღრიცხვას C ჰეპატიტის სკრინინგის ერთიან ელექტრონულ სისტემასა და ელექტრონულ ბაზაში.

 

ვინ არის C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის სკრინინგული კვლევის კომპონენტის მოსარგებლე?

პროგრამის მოსარგებლეები არიან:

 

·      საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირები;

·      პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული ბრალდებულები/ მსჯავრდებულები, საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის მიუხედავად;

·      „ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის შესაბამისი წლის დადგენილებით დამტკიცებული – აივ ინფექცია/შიდსის მართვის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – აივ ინფექცია/შიდსის სახელმწიფო პროგრამა) HCV კოინფექციის მქონე ბენეფიციარები;

·      პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები;

·      ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის შესაბამისი წლის დადგენილებით დამტკიცებული – დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის თირკმლის ტერმინალური დაავადების მქონე (ჰემოდიალიზზე ან პერიტონეალურ დიალიზზე მყოფი) ბენეფიციარები.

 

ვის უნდა მიმართოთ C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის სკრინინგული კვლევის კომპონენტში მონაწილეობის მისაღებად?

 

C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის სკრინინგული კვლევის კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად უნდა მიმართოთ დანართ 1-ში მითითებულ სკრინინგული კვლევის მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებს/ფიზიკურ პირებს, ხოლო მკურნალობის და დიაგნოსტიკის კომპონენტებით გათვალისწინებული მომსახურების მიღების მიზნით, დანართი 2-ით განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებებს.

 

როგორ ხდება C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის სკრინინგული კვლევის და Core Ag კონფირმაციული კვლევის კომპონენტებით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება?

 

·      სკრინინგული კვლევის კომპონენტით გათვალისწინებული სკრინინგული კვლევები და დიაგნოსტიკის კომპონენტით განსაზღვრული  HCV core antigen მეთოდით კონფირმაციული კვლევები არ ითვალისწინებს თანაგადახდას, მოსარგებლე მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით;

ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ სსიპ ,,ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთლობის ეროვნულ ცენტრის“ ცხელი ხაზის მეშვეობით ( ტელეფონი –  116 001).