Logo

შეხვედრა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაციასთან 14.06.2021

title

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ესტუმრა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოწინავე ექიმთა გუნდი მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორის და საუნივერსიტეტო კლინიკის მოწინავე ქირურგის ბატონი გიორგი გრიგოლიას მეთაურობით.
ბატონმა ამირან გამყრელიძემ გერმანიის დელეგაციას გააცნო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის პრიორიტეტული მიმართულებები და მომოიხილა ცენტრის მიერ განხორციელებული სამუშაო.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და გერმანიას შორის წლების განმავლობაში მიმდინარე ნაყოფიერი თანამშრომლობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, კლინიკური მედიცინის, ლაბორატორიული დისციპლინების, ბიოუსაფრთხოების, სპეციალისტებისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამებისა და სხვა მიმართულებებში. აღინიშნა გერმანიის მთავრობისა და შესაბამისი უწყებების განსაკუთრებული როლი და მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მიმართ, მათ შორის, COVID-19 პანდემიის საწყის ეტაპზე, რაც პირველ რიგში, საქართველოსთვის ახალი კორონავირუსის სადიაგნოსტიკო პჯრ ტესტ-სისტემების ნაკრების გადაცემით გამოიხატა. შეხვედრის დასასრულს დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს ეროვნული ცენტრის კამპუსი, გაეცნენ სამუშაო პროცესს და საქართველოსთან მომავალი თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.