title
ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეული ყოველი წლის 1-7 აგვისტოს აღინიშნება. მსოფლიოს 170-ზე მეტი ქვეყანა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ 1990 წლის აგვისტოში მიღებული დეკლარაციით, მხარს უჭერს და აძლიერებს ძუძუთი კვების სტრატეგიას, ბავშვთა ჯანმრთელობის ხელის შეწყობის მიზნით. ექსკლუზიური ძუძუთი კვება ბავშვის სიცოცხლის გადარჩენის უნიკალური საშუალებაა.
ახალშობილისა და ჩვილი ბავშვის საუკეთესო საკვები დედის რძეა. იგი ცოცხალი ბიოლოგიური ნივთიერებაა, რომელიც მუდმივად იცვლება ბავშვის მოთხოვნილების შესაბამისად. დედის რძეში საუკეთესო თანაფარდობით არის წარმოდგენილი ბავშვის ზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელი ყველა ნივთიერება. ქალის რძე არა მარტო სრულფასოვანი საკვებია, არამედ დამცველობით ფუნქციასაც ასრულებს. დედის რძე ვიტამინების საუკეთესო წყაროა, და ამასთან მასში შემავალი დამცველობითი ფაქტორები იცავს ბავშვს მრავალი ინფექციური, არაინფექციური და ალერგიული დაავადებისაგან. ამავე დროს, ქალის რძე თავად ასტიმულირებს ბავშვის იმუნური სისტემის მომწიფებას. სწორედ ამიტომ, ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვები გაცილებით იშვიათად ავადდებიან ვიდრე ხელოვნურ კვებაზე მყოფი. იგი შეიცავს ანტისხეულებს, რომელიც იცავს ბავშვებს მრავალი დაავადებისაგან. მაგ. პნევმონიისა და დიარეისაგან, რომლებიც ბავშვთა სიკვდილიანობის ორ ძირითად მიზეზს წარმოადგენს მსოფლიოში.
ქალის რძე შეიცავს ფერმენტებს, რაც ხელს უწყობს ბავშვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მისი მონელების პროცესს. დედის რძეში შემავალი ჰორმონები და ზრდის ფაქტორები განაპირობებენ ბავშვის ორგანიზმის ყველა სისტემის ფუნქციურ ზრდას და მომწიფებას. ძუძუთი კვება ხელს უწყობს ბავშვის გონებრივ განვითარებას. ამავე დროს, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის ენისა და სახის კუნთების ჩამოყალიბებაში, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს შემდგომში სწორი თანკბილვისა და მეტყველებისთვის. დედასთან კონტაქტი, კომფორტული გარემო, წოვის რეფლექსის დაკმაყოფილება, უსაფრთხოების შეგრძნება, სრულფასოვანი საკვების მიღება, ორგანიზმის თითოეული ფუნქციის ჩამოყალიბება, იმუნური, ნერვული და ენდოკრინული სისტემის განვითარება სწორედ ძუძუთი კვებასთან არის დაკავშირებული.
2019 წლის სლოგანია
გააძლიერე მშობლლები, გახადე ძუძუთი კვება ხელმისაწვდომი
( Empower Parents, Enable Breastfeeding)
ძირითადი ფაქტები
"ბავშვთა უფლებების კონვენციის" თანახმად, ყველა ჩვილსდა ბავშვს აქვს კარგი კვების უფლება;
კვების ნაკლებობა ასოცირდება ბავშვთა სიკვდილიანობასთან 45% -ში.
2016 წელს 5 წლამდე ასაკის 155 მილიონი ბავშვი მასიურად იყო შეფასებული, როგორც ასაკისთვის ძალიან დაბალი, 52 მილიონი იყო, როგორც სიმაღლესთან შედარებით მცირე წონის მქონე და 41 მილიონი კი ასაკთან შეუფერებლად ჭარბი წონის, მსუქანი;
0-6 თვის ასაკის ჩვილთა დაახლოებით 40% მხოლოდ ძუძუთი იკვებება;
ბავშვების ძალიან მცირე ნაწილი ღებულობს სრულფასოვანი კვებითი ღირებულების საკვებს. ძალიან ბევრ ქვეყანაში 6–23 თვის ასაკის ჩვილთა მეოთხედზე ნაკლები იღებს მისი ასაკისთვის შესატყვის მრავალფეროვან, ჯეროვან საკვებს.
5 წლამდე ასაკის დაახლოებით 820 000 მეტი ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა იქნებოდა შესაძლებელი, თუ ყველა ბავშვი 0-23 თვემდე ასაკში იქნებოდა ოპტიმალურად - ძუძუთი ექსკლუზიურ კვებაზე. ძუძუთი კვება აუმჯობესებს ბავშვის გონებრივ მონაცემებს (IQ-ს), სკოლაში დასწრებას და ასევე ასოცირებულია ზრდასრულ ასაკში უფრო მაღალ შემოსავალთან და ზოგადად ფინანსურ წარმატებასთან.
ბავშვთა განვითარების გაუმჯობესება და ჯანმრთელობის ხარჯების შემცირება ძუძუთი კვების ხარჯზე, იწვევს ეკონომიკური ხარჯების შემცირებას, როგორც ინდივიდუალური ოჯახებისთვის, ასევე ეროვნულ დონეზე.
კვების ნაკლებობა ასოცირდება ყოველწლიურად 2.7 მილიონი ბავშვის სიკვდილთან, რაც გარაცვლილ ბავშვთა საერთო რაოდენობის 45%-ია. ჩვილთა და ადრეული ასაკის ბავშვთა ძუძუთი კვება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა მათი სიცოცხლისუნარიანობის და ჯანსაღი ზრდისა და განვითარებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვის სიცოცხლის პირველი ორი წელი, რადგან ამ პერიოდში ოპტიმალური კვება ხელს უწყობს დაავადებებისა და სიკვდილიანობის შემცირებას, ასევე ქრონიკული დაავადებების რისკის შემცირებას და საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ექსკლუზიურად ძუძუთი კვება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად შესაძლებელია გადარჩეს დაახლოებით 5 წლამდე ასაკის 820 000 ბავშვის სიცოცხლე.
ჯანმო და UNICEF რეკომენდაციით :
• ძუძუთი კვების ადრეული დაწყება ბავშვის დაბადებიდან ერთი საათის განმავლობაში;
• ექსკლუზიური ძუძუთი კვება სიცოცხლის პირველი 6 თვის განმავლობაში;
• ექვსი თვის ასაკიდან შესაბამისი უსაფრთხო (მყარი), შერეული კვების დანერგვა, ძუძუთი კვების პარალელურად 2 წლის და მეტი ასაკამდე.
თუმცა, ბევრი ჩვილი და სხვა ასაკობრივი ჯგუფის ბავშვები არ იღებენ ოპტიმალურ კვებას. მაგალითად 2007-2014 წლების პერიოდში, 0-6 თვის ასაკის ჩვილთა მხოლოდ 36% იმყოფება ექსკლუზიურად ძუძუთი კვებაზე. გაუმჯობესდა რეკომენდაციები აივ-ინფიცირებული დედების ჩვილთა საჭიროებებზე. ანტირეტროვირუსული პრეპარატები ახლა აძლევს საშუალებას ამ ბავშვებს იმყოფებოდნენ ექსკლუზიურად ძუძუთი კვებაზე 6 თვის განმავლობაში და გააგრძელონ ძუძუთი კვება არა უმეტეს 12 თვემდე. რაც იწვევს მნიშვნელოვნად აივ ინფექციის გადაცემის რისკის შემცირებას.
/www.who.int/news-room/events/detail/2019/08/01/default-calendar/world-breastfeeding-week-2019