Logo

ბიოუსაფრთხოების კურსების აკრეტიტაციის შესახებ

title

გთავაზობთ  პროფესიული გადამზადების სასწავლო კურსებს - „ბიოუსაფრთხოების ზოგადი პრინციპები“ სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბაზაზე. კურსებმა გაიარა რეაკრედიტაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.
სასწავლო კურსები შემუშავებულია იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის:

1.სამედიცინო/ბიოლოგიური/ვეტერინარული ლაბორატორიებისა და დაწესებულებების  თანამშრომლებისთვის;

2.ბიოლოგიურ მასალასთან შეხებაში მყოფ პირთათვის (ექიმი, ექთანი, ეპიდემიოლოგი საზ. ჯანდაცვის მუშაკი, ვეტერინარი და ა.შ.);

3.სამედიცინო დაწესებულების, სამედიცინო და ვეტერინარული ლაბორატორიის, სამეცნიერო/ბიოლოგიური პროფილის  მენეჯერული რგოლის თანამშრომლთათვის.


სასწავლო კურსები მოიცავს ბიოუსაფრთხოების იმ ძირითად პრინციპებს, რომელიც ლაბორატორიის/დაწესებულების შიგნით პათოგენური აგენტების გავრცელების რისკების მართვისკენ არის მიმართული, მათ შორის, ბიორისკების მართვა, საკვლევ მასალაზე მუშაობის სტანდარტული სამოქმედო პროცედურები,   სისხლით და ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაცემად პათოგენებთან მუშაობა, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ხმარების წესი, ლაბორატორიაში წარმოქმნილი ბიოლოგიური ნარჩენების განკარგვა, დეზინფექცია, სტერილიზაცია, დეკონტამინაცია და სხვა.


სწავლება იწარმოებს 3 სამი ავტონომიური პროგრამით:
1.    ბიოუსაფრთხოება და ბიოლოგიური დაცვა  ბიოუსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირებისთვის  (5 დღე)
2.    ბიოუსაფრთხოების და ბიოლოგიური დაცვის ზოგადი კურსი ექიმებისათვის (5 დღე)
3.    ბიოუსაფრთხოება და ბიოლოგიური დაცვა ბიო-სამედიცინო  (ვეტერინარული) დაწესებულებების მენეჯერებისათვის (3 დღე)
პროგრამების ღირებულება შეადგენს 450 ლარს ერთი მსმენელზე.




მსურველებმა, რეგისტრაციისთვის შეუძლიათ მიმართონ თსსუ-ის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტს შემდეგ საკონტაქტო მისამართებზე: m.dolidze@tsmu.edu ტელ: 577743663, 25542550.
კურსის შინაარსსა და თემებზე დამატებითი ინფრომაციის მისაღებად, დაინტერესებულმა პირებმა შეუძლიათ მიმართონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს შემდეგ საკონტაქტო მისამართებზე:
ელ. ფოსტაზე: ncdc@ncdc.ge; k.zaridze@ncdc.ge; ტელ: 577131416