Logo

COVID-19-ის ტესტირების აქცია ბათუმის ბულვარში 05.09.2020

title

2020 წლის 5 სექტემბერს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა რუსუდან შავიშვილმა ბათუმის ბულვარში განთავსებული COVID-19-ზე უფასო PCR ტესტირებისთვის განთავსებული ერთ-ერთი კარავი მოინახულეს.

20 აგვისტოდან ბათუმის ბულვარში და ქობულეთის ზღვისპირა პარკში მოსახლეობას კორონავირუსზე უფასო PCR ტესტირება უტარდება.

აჭარაში კორონავისრუსზე გაფართოებული ტესტირება ინტენსიური ტურისტული სეზონის ბოლომდე გაგრძელდება.

კარავები მოწყობილია
☑️ბათუმის ბულვარში, თეთრ კოლონადებთან
☑️ანბანის კოშკთან
აჭარულ სახლთან

აგრეთვე ქობულეთში
☑️აღმაშენებლის ქუჩაზე, პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე.

თითოეულ ლოკაციაზე ლოკაციაზე ნებისმიერ მსურველს ნიმუშის აღება ყოველდღიურად 11:00-23:00 საათებში.