2019 წლის 20 ნოემბერს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრისა (NCDC) და გერმანიის თავდაცვის სამინისტროს (ბუნდესვერი) სამხედრო-სამედიცინო აკადემიის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტის, გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით ქართულ–გერმანული ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა
ქართულ–გერმანული ერთობლივი პროექტი „დასავლეთ აზიური ქსელის შექმნა კავკასიის რეგიონში ბიოუსაფრთხოების გასაუმჯობესებლად“, რომელიც წარმოადგენს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს „გერმანიის ბიოლოგიური უსაფრთხოების პროგრამის“ ნაწილს, ხორციელდება 2013 წლიდან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრისა და გერმანიის ბუნდესვერის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტის მიერ.
პროექტის მიზანია გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაფართოება, გერმანელი მეცნიერების ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით ბიოლოგიური უსაფრთხოების რეგიონალური ქსელის ჩამოყალიბება და საშიში ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკა.