Logo

აშშ ჯანმრთელობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილის ვიზიტი ლუგარში 18.11.2016

title

2016 წლის 18 ნოემბერს აშშ ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის მდივნის მოადგილე გლობალურ საკითხებში - ბატონი ჯიმი კოლკერი და ამავე დეპარტამენტის ჯანმრთელობის გლობალური უსაფრთხოების და ბიოდაცვის ოფისის წარმომადგენელი - ქალბატონი კარენ მეთიუსი ესტუმრნენ რიჩარდ ლუგარის სახ. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობამ სტუმრებს პრეზენტაციის სახით წარმოუდგინა საქართველოს აქტიური ჩართულობა ჯანმრთელობის გლობალური უსაფრთხოების ინიციატივაში (GHSA) და ცენტრის დღევანდელი სტატუსი ჯანმრთელობის საერთაშორისო წესებთან (IHR) მიმართებაში.

სტუმრებმა დაათვალიერეს ლუგარის ცენტრის ლაბორატორიები და გაეცნენ მათ შესაძლებლობებს.

ვიზიტის ბოლოს დკსჯეც-ის გენერალურმა დირექტორმა- ბ-მა ამირან გამყრელიძემ ბატონი კოლკერი და ქალბატონი მეთიუსი დააჯილდოვა მადლობის სიგელებით.