Logo

ცენტრის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 15.11.2016

title


2016 წლის 15-16 ნოემბერს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და შ. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანადაფინანსებით იმართება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და გლობალური ჯანმრთელობის

უსაფრთხოება: მომავლის ხედვა

კონფერენციას გახსნა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბატონი დავით სერგეენკო. 

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმებიან აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მდივნის ყოფილი თანაშემწე ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ თავდაცვაში (აშშ) ბატონი ენდრიუ ვებერი. ასევე, ერთობლივი ბიოლოგიური ჩართულობის თანამშრომლობის (CBEP), აშშ-ს საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA),  CDC -საქართველოს  და სამხრეთ კავკასიის ოფისის, ჯანმო-ს საქართველოს ოფისის, საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი (ISTC) და შ.რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი პირები.

ღონისძიებაში მონაწილეობენ ჯანმო-ს არაგადამდებ დაავადებათა მიმართულების  დირექტორი გაუდენ გალეა. ასევე, 150-მდე მონაწილე ცენტრის ეროვნული და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციებიდან. 

კონფერენციის მიზანია გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების ახალი გამოწვევების მიმართ   საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მზადყოფნა. ხოლო ამოცანები - გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების ძირითადი მიმართულებების მიმოხილვა,

დაავადებებზე რეაგირებისა და მზადყოფნისა შესაძლებლობების გაზრდა, გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის თანამედროვე მიდგომების დანერგვა, საქართველოში დანერგილი დაავადებათა დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდების გაცნობა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს სტრატეგიული მიდგომების განხილვა. 

კონფერენციის ჩატარება ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მუმოშავე მეცნიერებისა და პრაქტიკოსების - ეპიდემიოლოგები, საზ. ჯანდაცვის სპეციალისტები, ლაბორატორიული მუშაკები, კლინიცისტები და მკვლევარი-მეცნიერები -ინფრომირებულობის და ცნობიერების ამაღლებას.