Logo

ბრიფინგი - კორონავირუსის და გრიპის ეპიდსიტუაცია 03.03.2020

title 2020 წლის 2 თებერვალს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა ბრიფინგი სახელწოდებით კორონავირუსის და გრიპის ეპიდსიტუაციის მიმოხილვა ბრიფინგზე ბატონმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა ,,ჩინეთში სერიოზული ეპიდსიტუაციაა. დღევანდელი დილის მონაცემებით, რომლითაც ჩვენ ჩინეთის დაავადებათა კონტროლის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით ვთანამშრომლობთ, გახლავთ 17 205 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ჩინეთში, აქედან სამწუხაროდ, არის 361 გარდაცვალების შემთხვევა. გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 475 ადამიანი", ბატონმა პაატა იმნაძემ კი ჟურნალისტებს განუცხადა - ისეთი მასშტაბის გმირობა არსად მინახავს, რაც დღეს ჩინეთშია. ამირან გამყრელიძე მშობლებს რეკომენდაციას აძლევს, რომ თუკი ბავშვს ტემპერატურა ექნება, სკოლაში არ გაუშვან, მოქალაქეებს კი ურჩევს, ვირუსების თავიდან ასაცილებლად საჭირო აცრები ჩაიტარონ.