Logo

ს ა მ ძ ი მ ა რ ი

title

     დიდი დანაკლისი განიცადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა.  კოვიდით დაინფიცირდა და ინფექციით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა  სამედიცინო სტატისტიკის დეპარტამენტის თანამშრომელი თამარ ფილაური.

      თამარ ფილაურმა ნახევარ საუკუნეზე მეტი გაატარა ჯანდაცვის სტატისტიკის სამსახურში. ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავებაზე.

   ქალბატონი თამარი გამოირჩეოდა საქმის მიმართ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით. იყო კოლეგებზე, მეგობრებზე ,  გარშემომყოფებზე განსაკუთრებით მზრუნველი პიროვნება.  ყოველთვის პოზიტიური, თბილი, ყურადღებიანი, სითბოს არ იშურებდა თითოეული ჩვენგანის მიმართ. ის მუდამ ჩვენს გულებში დარჩება.