Logo

10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე

title


ყოველწლიურად, 10 ოქტომბერს აღინიშნება ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე. დღის მიზანია  ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მობილიზაცია.

2020 წლის ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის თემაა „ფსიქიკური ჯანმრთელობა ყველასათვის, მეტი ინვესტიცია - მეტი წვდომა“.

ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო ფედერაცია (WFMH) მოითხოვ მზაობას და მეტ ინვესტირებას ფსიქიკურ ჯანმრთელობაში - და ამ მოთხოვნის  უგულებელყოფა აღარ შეიძლება.

ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი, დოქტორი დანიელსი ამბობს: ”იმისათვის, რომ ყველას და ყველგან ჰქონდეს ხელმისაწვდომობა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვაზე, მეტი ინვესტიციასაჭირო.  ფსიქიკური ჯანმრთელობის დასაცავად გაკეთებულმა მცირე ინვესტიციამ  გლობალურად, დიდი ხარვეზები დატოვა მკურნალობაში“. ის დასძენს: ”ფსიქიკური ჯანმრთელობა არის ინვესტიცია და არა ხარჯი და შემდგომი კატასტროფის ასაცილებლად საჭიროა მისი წამოწევა.”

პანდემიის შედეგად უფრო დამძიმდა მსოფლიოში ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით არსებული ისედაც რთული სიტუაცია. გლობალურად, დაახლოებით 450 მილიონ ადამიანს აღენიშნება ფსიქიკური ჯანმრთელობის ესათუის პრობლემა და ეს პრობლემები წამყვანია  ინვალიდობის გამომწვევ მიზეზთა შორის (WHO's World Health Report, 2001).

დიდი უფსკრულია მკურნალობაში. მაღალშემოსავლიან ქვეყნებში ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანების 50%-ს, ხოლო დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში 85%-ს არ აქვს ხელმისაწვდომობა მკურნალობაზე (WHO, 2012). ჯანდაცვის მყიფე სისტემებმა ვერ შეძლეს მკურნალობის ხარვეზების და საჭიროებების გადაჭრა. დამატებით, პანდემიის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები და შესაბამისად, ჯანდაცვის სისტემები დიდი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ.

COVID-19-ის გავრცელებისა და სიკვდილიანობის შესამცირებლად გატარებულმა მკაცრმა და მკვეთრმა ზომებმა დაარღვია ბუნებრივი სოციალური ურთიერთობები. ჯანმრთელობის და ემოციური გამოწვევების პარალელურად, ბაზრებისა და ეკონომიკის დესტაბილიზაციამ  მასშტაბური სოციალურ-ეკონომიკური ვარდნა გამოიწვია. პანდემიამ გამოავლინა  სიღარიბის ის დონე, რომელსაც მრავალი ადამიანი განიცდიდა და რაც შემდგომში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების და მოწყვლადობის გამომწვევია.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის "ფსიქიკური ჯანმრთელობის ატლასი 2014"-ის მიხედვით,  ჯანდაცვის ბიუჯეტიდან მთავრობები ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე საშუალოდ 3%-ს ხარჯავენ, რომელიც მერყეობს 1%-იდან (დაბალი შემოსავლის ქვეყნებში) 5%-მდე (მაღალშემოსავლიან ქვეყნებში). 2016-2030წწ პერიოდში ფსიქიკური ჯანრთელობის პრობლემების მკურნალობისთვის (ფსიქოსოციალური კონსულტაცია და ანტიდეპრესანტული მედიკამენტებით მკურნალობა) საჭირო ინვესტიცია შეადგენს 147 მილიარდ აშშ-ს დოლარს (Chisholm, et al, 2016). მიუხედავად ამისა, სარგებელი ბევრად აღემატება დანახარჯს. ჯან-მოს (2019 წ.) თანახმად, ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ დახარჯული ყოველი 1 აშშ დოლარი ბრუნდება 4 აშშ დოლარი მოგების სახით  გაუმჯობესებული ჯანმრთელობის და პროდუქტიულობის სახით.

 ”მსოფლიოს მასშტაბით, ასობით მილიონი ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მიუხედავად, ფსიქიკური ჯანმრთელობა ჩრდილში რჩება,” - ამბობს ჯიმ იონგ კიმი, მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტი. ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე საზოგადოების ცნობიერების გაზრდის მიუხედავად, ამ კუთხით ინვესტიციები მთელ მსოფლიოში უმოქმედოა. აშკარაა, რომ საჭიროა უფრო მეტი რეაგირებაა, რათა ყველას ქონდეს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ხელმისაწვდომობა.  

მალაიზიელი პრინცესა, იმან აფზან ალ-სულთან აბდულა, ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის მფარველი აცხადებს: ”მართალია, COVID-19-ის პირობებში ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობა ყურადღების ცენტრში მოექცა, მაგრამ ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის პროცესი  უწყვეტი პროცესი უნდა იყოს. ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია გავაკეთოთ მეტი, რათა ჩვენს თემში განმტკიცდეს რეაგირება და მხარდაჭერა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.” და დასძენს ”ეს ინვესტიციები არა მხოლოდ მთავრობის და ექიმების პასუხისმგებლობა, არამედ თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა - თვითონ ჩვენვე ვართ აუთვისებელი რესურსი ფსიქიატრიაში”.

ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე არ არის უბრალოდ ერთდღიანი ღონისძიება. ის გვაძლევს შესაძლებლობას და უპირატესობას მივმართოთ მთავრობებს, დონორებს, პოლიტიკის შემქმნელებსა და ყველა დაინტერესებულ მხარეს, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მეტი ინვესტიციისთვის.  გავაერთიანოთ ჩვენი ხმა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ინვესტიციების და ყურადღების გაზრდისთვის, ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობისთვის, რათა ფსიქიკური ჯანმრთელობა რეალობად იქცეს - ყველასთვის და ყველგან.

 

2020 წლის 10 ოქტომბერს, ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) მასპინძლობს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ გლობალურ ონლაინ ადვოკატირების ღონისძიებას - „დიდი ღონისძიება ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“.

WHO-ს მიერ ორგანიზებულ დიდი ღონისძიება ფსიქიკური ჯანმრთელობისთვისმსოფლიო ლიდერები, ფსიქიკური ჯანმრთელობის ექსპერტები და ცნობილი ადამიანები შეუერთდებიან ჯან-მოს გენერალურ დირექტორს, რათა მსოფლიოს შეახსენონ რისი გაკეთება შეგვიძლია ფსიქიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და ხარისხიანი ფსიქიატრიული მომსახურების ხელმისაწვდობის გასაზრდელად.

ღონისძიების დროს, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა სოციალური მედიის მთავარ არხებზე, თქვენ:

·         შეიტყობთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პარტნიორებთან ერთად მსოფლიოს მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისათვის განხორციელებული აქტივობების შესახებ

·         ეროვნული და საერთაშორისო ლიდერებისგან მოისმენთ, რატომ თვლიან ფსიქიკურ ჯანმრთელობას პრიორიტეტად

·         ცნობილ ხელოვნების, სპორტსმენები და ქალებისგან გაიგებთ,  რატომ გახდნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის დამცველები და მოისმინეთ რჩევებს მათთვის, ვინც იბრძვის

·         მოუსმენთ ცნობილ მუსიკოსებს, რომლებიც შეასრულებენ თავიანთ ყველაზე პოპულარულ მუსიკას

ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღისა და დიდი ღონისძიების დაწყებამდე, WHO მოგვიწოდებს შევუერთდეთ კამპანიას, გააზიარდა/ან შევქმნათ შეტყობინებები თუ როგორ აპირებთ ინვესტიციას საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობაში.

შევუერთდეთ WHO-ს „დიდ ღონისძიებას ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“ Facebook- ზე, Instagram- ზე, LinkedIn- ში, Snapchat- ში, Twitter- სა და Tik-Tok- ში.

 

წყარო:

https://wfmh.global/world-mental-health-day-10-october-2020/

https://www.who.int/news-room/events/detail/2020/10/10/default-calendar/the-big-event-for-mental-health