Logo

ტყვიით მოშხამვის პრევენციის საერთაშორისო კვირეული

title

ტყვიით მოშხამვის პრევენციის საერთაშორისო კვირეული ყოველწლიურად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და ტყვიის შემცველი საღებავების ელიმინაციის გლობალური ალიანსის ეგიდით მიმდინარეობს და მიმდინარე წელს 24-30 ოქტომბერს ტარდება. აღნიშნული კვირეული ამერიკის სენატის მიერ 1999 წელს დაარსდა და ყოველწლიურად ოქტომბრის ბოლო კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. ამ კვირის განმავლობაში, მრავალი ორგანიზაცია სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო ღონისძიებას ატარებს.

 

ჯანმრთელობაზე გავლენის შედეგად, ტყვიის ზემოქმედების შედეგად განვითარებული ავადობის ტვირთი მაღალია:  ჯანმრთელობის გაზომვებისა და შეფასების ინსტიტუტის (IHME) მიერ წარმოებული გათვლებით, 2017 წელს ტყვიის ექსპოზიციამ 1.06 მილიონი სიკვდილის შემთხვევა და 24.4 მილიონი ჯანმრთელი ცხოვრების წლის დაკარგვა გამოიწვია (DALYs) მთელ მსოფლიოში.

 

ტყვიის შემცველი საღებავების ელიმინაციის გლობალური ალიანსი არის მოხალისეობრივი ორგანიზაცია, რომელიც გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის  (UN Environment) და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO)  მიერ 2011 წელს ჩამოყალიბდა. ალიანსის მიზანია, ხელი შეუწყოს ტყვიის შემცველი საღებავების წარმოებისა და რეალიზაციის შეწყვეტას და ამით, საბოლოო ჯანმში, აღმოფხვრას მისგან გამოწვეული რისკები.

აღნიშნული კვირეულის მიზანია, მოუწოდოს ორგანიზაციებს, მრეწველობის, სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს უზრუნველყონ ტყვიით ინტოქსიკაციის პრევენციის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ბავშვების ორგანიზმზე ტყვიის ზემოქმედების შემცირების მიზნით.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ორგანიზმზე ტყვიის მავნე ზეგავლენას მსოფლიოში ფართო აღიარება აქვს და ბევრმა ქვეყანამ მიიღო შესაბამისი ზომები ტყვიის ზემოქმედება, განსაკუთრებით, ბავშვების ორგანიზმზე, რჩება უმთავრეს საზრუნავად ჯანდაცვის მიმწოდებლებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირებისათვის მთელ მსოფლიოში.

2002 წელს, მდგრადი განვითარების მსოფლიო სამიტზე, მთავრობებს მოუწოდებს ტყვიის შემცველი საღებავების ამოღებისაკენ. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, აუცილებელია სათანადო ეროვნული მარეგულირებელი ჩარჩოს ჩამოყალიბება, რათა შეწყდეს ტყვიის შემცველი საღებავებისა და ამ საღებავებით დაფარული პროდუქტების წარმოება, იმპორტ-ექსპორტი, განაწილება, გაყიდვა და გამოყენება. ალიანსმა მიზნად დაისახა, რომ 2020 წლისათვის ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული ასეთი მარეგულირებელი ჩარჩო. ჯანმოს და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რასაც ერთობლივ კოორდინაციას უწევდა ტყვიის შემცველი საღებავების ელიმინაციის ალიანსი, 2019 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, მხოლოდ 72 ქვეყნის მთავრობამ დაადასტურა, რომ აქვთ ტყვიის შემცველ საღებავებზე კანონმდებლობით განსაზღვრული კონტროლის მექანიზმი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში სულ 194 წევრი სახელმწიფოა გაერთიანებული. აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ არსებობს მნიშნველოვანი ჩავარდნა ალიანსის მიერ დასახული 2020 წლის მიზნის მიღწევაში, რაც ტყვიის შემცველი საღებავების სრულ აკრძალვას ეხება.

 

2017 წელს, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეამ დაამტკიცა, ქიმიური ნივთიერებათა საერთაშორისო მართვისადმი სტრატეგიულ მიდგომაში ჯანმრთელობის დაცვის სექტორის ჩართვის წახალისების სამოქმედო გეგმა 2020 წლის მიზნის მისაღწევად(2)(decision WHA70(23)), რომელიც მოიცავს, საღებავებში ტყვიის გამოყენების ეტაპობრივი შემცირების ეროვნულ ქმედებას.

 

2017წელს, გაეროს გარემოსდაცვით ასამბლეაზე მიღებულ იქნა რეზოლუცია UNEP/EA.3/Res.9,ტყვიის შემცველი საღებავების ექსპოზიციის აღმოფხვრის და ტყვია-მჟავას ელემენტების ეკოლოგიური მართვის ხელშეწყობის შესახებ. ტყვიის შემცველი საღებავების ელიმინაცია ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მიზნების, განსაკუთრებით 3.9 და 12.4 მიზნების მიღწევას (Sustainable Development Goal targets-SDG- 33,6;  SDG-12.4):

ტყვიის შემცველი სარებავების სრული აღმოფხვრით, ქვეყნები ხელს შეუწყობენ ქვემოთ ჩამოთვლილი მდგრადი განვითარების მიზნების  მიღწევას:

·       SDG 3.9. 2030 წლისათვის მნიშნველოვნად შემცირდეს საშიში ქიმიური ნივთიერებებითა და დაბინძურებული ჰაერით, წყლით და ნიადაგით გამოწვეული სიკვდილისა და დაავადების შემთხვევები.

·       SDG-2020  წლისათვის უნდა მოხდება ქიმიური ნივთიერებებისა და ნარჩენების ეკოლოგიურად მდგრადი მართვა, შეთანხმებული საერთაშორისო ჩარჩოების შესაბამისად და საგრძნობლად შემცირდეს მათი გავრცელება ჰაერში, წყალსა და ნიადაგში, რაც მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე უარყოფით ზეგავლენას.

 

კვირეულის მიზნები:

კამპანიის კვირეულის ფარგლებში ტყვიის შემცველი საღებავების ელიმინაციის გლობალური ალიანსი მიზნად ისახავს:

·       ტყვიით ინტოქსიკაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას;

·       ქვეყნებისა და პარტნიორების ყურადღების გამახვილებას და მათი ძალისხმევის მობილიზებას ბავშვებში ტყვიით ინტოქსიკაციის თავიდან აცილებისაკენ;

·       მოუწოდებს ქვეყნებს შემდგომი ნაბიჯებისაკენ, რათა ეროვნულ დონეზე მოხდეს ტყვიის შემცველი საღებავების აღმოფხვრა შესაბამისი მარეგულირებელი მექანიზმების საშუალებით.

References:

-International Program on Chemical Safety. WHO https://www.who.int/campaigns/international-lead-poisoning-prevention-week/2020/about



საქართველოს მთავრობის მიერ  გადაგმულია პირველი პრაქტიკული ნაბიჯები ქვეყანაში ტყვიის ზემოქმედების შესამცირებლად: კერძოდ:

·       სსიპ ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში მიმდინარე წლის 21 ივნისიდან  გარემოს ჯანმრთელობის დეპარტამენტის ქიმიურ რისკ-ფაქტორთა კვლევის ლაბორატორიამ ფუნციონირება დაიწყო სატესტო რეჟიმში. UNICEF გაეროს ბავშვა ფონდის საქართველოს ოფისის მხარდაჭრით  ეროვნულ ცენტრს გადმოეცა ლაბორატორიული ხელსაწყო/დანადგარები და შესაძლებელი გახდება კვლევები შესრულდეს  უახლესი თაობის ხელსაწყოების  გამოყენებით, კერძოდ: მას-სპექტრომეტრი ინდუქციურად შეწყვილებული პლაზმით (ICP-MS), გაზური (GC)  და სითხური  (LC) ქრომატოგრაფები , ატომურ-აბსორბციული სპექტრომეტრი (AAS), რენტგენოფლუორესცენტული სპექტრომეტრი (XRF) ქიმიური რისკის იდენტიფიცირებისა და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით.

·     საქართველოს მთავრობის 2021 წლის N 148 დადგენილებით დამკიცდა „ტექნიკური რეგლამენტი „ლაქ-საღებავებში ტყვიის შემცველობის რეგლამენტირების წესის დამტკიცების თაობაზე“, რომლის მიზანია ეტაპობრივად უარის თქმა ტყვიისშემცველი საღებავების წარმოებას, იმპორტსა და გაყიდვაზე, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს იმ რისკების მინიმუმამდე დაყვანას, რაც წარმოიშვება ტყვიის შემცველი ლაქ-საღებავების გამოყენების შემდგომ ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მავნე ზემოქმედების სახით.

·   „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის N674 დადგენილებით „ბავშვთა სისხლში ტყვიის შემცველობის ბიომონიტორიგის“ კომპონენტის ფარგლებში უზრუნველყოფილია სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე, ოჯახის ექიმისა და/ან პედიატრის რეფერალის საფუძველზე, უკვე 7 წლამდე ასაკის ბავშვები.

·       2021 წლის სახელმწიფო პროგრამა ანალოგიურია.

·   აქტიურად მიმდინარეობს „საქართველოს გარემოს და ჯანმრთელობის ეროვნული სამოქმედო გეგმა-NEHAP” 2018-2022წწ დანერგვა, რომლის მე-4 სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს „ქიმიური ნივთიერებების უარყოფითი ზემოქმედებით გამოწვეული ავადობის პრევენცია“. აღნიშნული მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს თანანმშრომლობა WHO-ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, EC ევროკომისიას, UNICEF გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისთან, იტალიის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტთან ISS  და სხვა სართაშორისო ორგანიზაციებთან.


· ქიმიურ რისკ ფაქტორთა კვლევის ლაბორატორიაში ამ ეტაპზე მიმდინარეობს ლაბორატოული ხელსაწყოების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლების დახმარებით თანამშრომელთა გადამზადება, ტრენინგები და სწავლება, ლაბორატორიული კვლევის მეთოდებისა და სტანდარტების მომზადება და დანერგვა.

დაავადებათა პრევენცია ჯანმრთელი გარემოს მეშვეობით ტყვიის ზემოქმედება: საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელოვანი პრობლემა


ტყვიით შემცველი საღებავების გლობალური ელიმინაცია

რატომ და როგორ უნდა მიიღონ ზომები ქვეყნებმა


ტყვიით ინტოქსიკაცია და ჯანმრთელობა


ინფორმაცია ტყვიის შესახებ 


ფაქტი: ტყვია შხამი


ტყვია ორგანიზმში ხვდება შმდეგი გზებით


ტყვიით ინტოქსიკაციის შედეგები


შეამცირე ტყვიის ზემოქმედების რისკი


ტყვიის შემცველი საღებავები ჯერ კიდევ ნებადართულია ბევრ ქვეყანაში


ტყვია ტოქსიკურია

ტყვიის შემცველ საღებავთან დაკავშირებით ადვოკატირების ან ცნობიერების ამაღლების კამპანიის ორგანიზების სახელმძღვანელო