Logo

შეხვედრა აშშ-ის CDC დირექტორთან 09.2018.

title

2018 წ. სექტემბერში ქ. ნიუ-იურკში გამართულ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ბატონი ამირან გამყრელიძე შეხვდა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) დირექტორს - ბატონ რობერტ რედფილდს და CDC გლობალური ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელს - ქალბატონ რებეკა მარტინს.

ბილატერალურ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს მიმდინარე თანამშრომლობის საკითხებზე, განიხილეს ერთობლივი პროექტების მ.შ. ჰეპატიტების, გრიპის, ინფექციური კონტროლისა და ანტიმიკრობული რეზისტენტობის წარმატებული შედეგების შესახებ. შეხვედრაზე აღინიშნა CDC სამხრეთ კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიული სწავლების პროგრამის (SC / FELTP) მნიშვნელობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტების, ეპიდემიოლოგებისა და ვეტერინარების გადამზადების ჭრილში.

ბატონი რედფილდი აგრეთვე დაინტერესდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადეობრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სხვა მიმართულებებით: არაგადამდები დაავადებების ზედამხედველობით, გარემოს ჯანმრთელობით და სხვ. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოში CDC-ის წარმომადგენლობითი ოფისის მომავალი მდგრადობის საკითხიც.

შეხვედრის ბოლოს ბატონმა ამირან გამყრელიძემ ამერიკულ მხარეს გადასცა დკსჯეცის სტრატეგიული დოკუმენტები: “ამერიკული დონორი და პარტნიორული ორგანიზაციების როლი საქართველოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ბიოსამედიცინო და ბიოტექნოლოგიური სამეცნიერო პოტენციალის განვითარებისა და გაძლიერების მიმართულებით”; ცენტრის 2012-2017 წლების მთავარი მიღწევები და გამოწვევები; ცენტრის 2018-2022 წლების სტრატეგია.

შეხვედრის დასასრულს ბატონი რედფილდის მხრიდან გამოითქვა სურვილი, საქართველოს ვიზიტით ეწვიოს 2019 წლის პირველ ნახევარში.