Logo

კორონავირუსის და გრიპის ეპიდსიტუაცია - ბრიფინგი 24.02.2020

title

2020 წლის 24 თებერვალს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა ბრიფინგი სახელწოდებით კორონავირუსის და გრიპის ეპიდსიტუაციის მიმოხილვა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა სიკვდილიანობა გაცილებით დაბალია, ვიდრე სხვა ვირუსული ინფექციების შემთხვევაში იყო. კორონავირუსული ინფექციით სიკვდილიანობა ბევრად დაბალია ჯერადობით, ვიდრე ეს იყო SARS-ის ინფექციის დროს, რაც 9-10%-მდე იყო. ასევე ბევრად დაბალია, ვიდრე იყო „მერსის“ კორონავირუსული ინფექციის დროს. ამ კვირის განმავლობაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტი იმსჯელებს ეპიდემიის გავრცელებასთან დაკავშირებით. თუ აქამდე ევროპაში თითო-ოროლა შემთხვევა იყო, იტალიაში ეპიდაფეთქება გვაქვს, . მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციის გავრცელების რისკი მომატებულია. საქართველოში ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით კვლავ დაბალი რისკია, თუმცა პრეცენციული ზომები მაინც იზრდება.
საზოგადოებას მიმართა, რომ გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, ჩინეთში, ირანში, სამხრეთ კორეასა და მათ შორის სხვა დასნებოვნებულ ქვეყნებში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.

ამასთან, გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა განმარტა, რომ ახალი კორონავირუსის გამო იტალიასთან დაკავშირებით ავიამიმოსვლის შეზღუდვის ან სხვა პრევენციული ზომების მიღების საკითხის განხილვა ძალიან კომპლექსურად უნდა მოხდეს. მისივე თქმით, იტალია ქვეყნის შიგნით პრევენციულ ზომებს ატარებს და შესაძლო რისკები მოვლენათა განვითარების შემდგომ უნდა შეფასდეს.

ბრიფინგზე ისაუბრეს გრიპის მიმდინარეობაზეც. გრიპის სეზონი გრძელდება მარტის ბოლო, აპრილის შუა რიცხვებამდე და შესაძლოა ოდნავ გახანგრძლივდეს. ამიტომ ორსულ ქალებს, ვინც აცრილი არ არის, მოვიდნენ და აიცრან. დიდი იმედი გვაქვს, რომ გრიპის მეორე პიკი არ გვექნება, თუმცა, მედიცინაში გამორიცხული არაფერია“, - განაცხადა გამყრელიძემ.