Logo

წითელას ვაქცინაციისა და C ჰეპატიტის სკრინინგის აქცია „პალიტრა მედია“ ჰოლდინგის სათაო ოფისში 16.02.2018

title

2018 წლის 16 თებერვალს 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, „პალიტრა მედია“ ჰოლდინგის სათაო ოფისში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა აქცია სლოგანით

არ გადადო - აიცერი!

2017 წლის ბოლოდან საქართველოში წითელას შემთხვევების ზრდის ტენდენცია შეინიშნება. წითელა ჰაეროვანი გზით გადამდები ვირუსული დაავადებაა, ამიტომ დაინფიცირების რისკი განსაკუთრებით მაღალია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. წითელას ვირუსი იწვევს ცხელებას, კანსა და ლოყის ლორწოვანზე დამახასიათებელ გამონაყარს. იგი ხშირად რთულდება ყურის, ფილტვების და თავის ტვინის ანთებით.

წითელა ყველაზე ადვილად გადამდები დაავადებაა. მისი საწინააღმდეგო ვაქცინა კი ძალზე უსაფრთხო და ეფექტურია - ორი დოზის მიღების შემდეგ დამცველობითი ეფექტი 97% -ს აღწევს, ერთი დოზის მიღების შემთხვევაში - 93%-ს.