Logo

8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე

title

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა 1975 წლის 8 მარტს  დაიწყო და მას შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება.
2022 წლის ქალთა საერთაშორისო დღის თემაა: გენდერული თანასწორობის მიღწევა და თითოეული გოგონასა და ქალის გაძლიერება კლიმატური ცვლილების, გარემოსა და ბუნებრივი კატასტროფის რისკის შემცირების პოლიტიკისა  და პროგრამების კოტექსტში.


8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, მთელი მსოფლიო გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად ერთი ლოზუნგით აღნიშნავს „გენდერული თანასწორობა დღეს მდგრადი ხვალინდელი დღისთვის“.
უახლესი მონაცემებით ნათლად გვესმის სასიცოცხლო კავშირი გენდერს, სოციალურ თანასწორობასა და კლიმატის ცვლილებას შორის და ვაღიარებთ, რომ დღეს გენდერული თანასწორობის გარეშე მდგრადი მომავალი მიუწვდომელია.
ქალები და გოგონები კლიმატური კრიზისის ზეგავლენას ყველაზე მეტად განიცდიან, რადგან ის აძლიერებს არსებულ გენდერულ უთანასწორობას და საფრთხეში აყენებს ქალები სიცოცხლეს. მთელ მსოფლიოში ქალები უფრო მეტად არიან დამოკიდებული ბუნებრივ რესურსებზე, მაგრამ აქვთ ნაკლები წვდომა და ხშირად ეკისრებათ მათ შესაძლებლობებთან შეუსაბამო პასუხისმგებლობა. 


რამდენადაც კლიმატური ცვლილებების შედეგების ზეგავლენა დიდია ქალებსა და გოგონებზე, იმდენად მათი როლი კლიმატური ცვლილებების მართვის საკითხებში, როგორიცაა კლიმატურ ცვლილებებთან ადაპტაცია, ცვლილებების შედეგების შერბილება და ახალი გადაწყვეტილებების ძიება, მეტად მნიშვნელოვანია. 


მსოფლიოს მოსახლეობის ჩართულობის გარეშე ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხვალ მდგრადი პლანეტისა და გენდერული თანასწორობის სამყაროს გადაწყვეტილებები განხორციელდეს. 
გასულ წელს, თაობათა თანასწორობის ფორუმზე, ამოქმედდა კოალიცია ფემინისტური მოძრაობა კლიმატის კეთილსაიმედოობისთვის, რომელიც აერთიანებს მთავრობებს, კერძო კომპანიებს, გაეროს და სამოქალაქო საზოგადოებას, რათა აიღონ კონკრეტული ვალდებულებები კლიმატის ზეგავლენის გასაუმჯობესებლად.


ქალთა საერთაშორისო დღეს სამოქმედო კოალიცია ხელს უწყობს გლობალური ქმედებებისა და ინვესტიციების გატარებას გენდერულ-კეთილსაიმედო კლიმატის შექმნის თაობაზე გადაწყვეტილებების დაფინანსებისთვის, მწვანე ეკონომიკაში ქალთა ლიდერობის გაზრდისთვის, კლიმატის ზემოქმედებისა და კატასტროფების მიმართ ქალებისა და გოგონების მდგრადობის გაზრდისა და გენდერულ თანასწორობისა და კლიმატის შესახებ მონაცემთა გამოყენების გაზრდაზე. 


შემოგვიერთდით და გავერთიანდეთ იმის აღსანიშნავად, თუ როგორ ახორციელებენ და იბრძვიან ქალები და გოგონები კლიმატური ცვლილებების მავნე ზეგავლენის აღმოსაფხვრელად ყველა დონეზე და მხარი დაუჭირეთ მათ საქმიანობას.
ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ განცხადებაში გაეროს ქალთა აღმასრულებელი დირექტორი სიმა ბაჰოუსი მოგვიწოდებს: „მოდით, ვაქციოთ ქალთა საერთაშორისო დღე არა მხოლოდ SDG5-ზე ( გენდერული თანასწორობის მიღწევა და ქალების და გოგონების უფლებათა და შესაძლებლობების გაფართოება) რეაგირების, არამედ გენდერული თანასწორობის წინსვლისა და 2030 წელს მდგრადი განვითარების ყველა 17 მიზნის მიღწევისთვის. მე მოუთმენლად ველი და მზად ვარ თითოეულ თგვენგანთან ერთობლივი მუშაობისთვის“.

https://www.unwomen.org/