Logo

სამუშაო შეხვედრა საქართველოს გარემოს და ჯანმრთელობის მე-2 ეროვნული სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებული საჭიროებების შეფასების შესახებ 28.02.2018

title

28 თებერვალს ეროვნული ცენტრში გაიმართა სამუშაო შეხვედრა „საქართველოს გარემოს და ჯანმრთელობის მე-2 ეროვნული სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებული საჭიროებების შეფასების შესახებ“, რომელიც ორგანიზებულია Twining GE 22 პროექტის „გარემოსა და ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში.

Twining GE22 პროექტის განმახორციელებელი კონსორციუმის წევრი ქვეყნების (იტალია, დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი) ექსპერტებმა დიდი ბრიტანეთიდან პროფესორმა რაკელ დუარტე- დავიდსონმა (დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გარემოს, ქიმიური და რადიაციული უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ქალბატონმა ეირიან ტომასმა გარემოსა და ქიმიური ზემოქმედების დეპარტამენტი), ქალბატონმა ჰელენ კრებმა (უფროსი მეცნიერ თანამშრომელი ეპიდემიოლოგიის მიმართულებით) გაგვიზიარეს თავიანთ გამოცდილება, წარმოდგენილი იქნა პრეზენტაციები, შენიშვნები და რეკომენდაციები სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის ეტაპზე პრიორიტეტების იდენტიფიცირებისათვის. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სამინისტროებისა და უწყებების წარმომადგენლებმა.