Logo

საკოორდინაციო მმართველი კომიტეტის მესამე შეხვედრა ევროკავშირის TWINING პროექტის „საქართველოში გარემოს ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერება“ ფარგლებში 17.01.2018

title

სსიპ ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, 2018 წლის 17 იანვარს გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოში გარემოს ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერება“  რიგით მესამე მმართველი კომიტეტის შეხვედრა.

პროექტის მიზანია, საქართველოში გარემოს ჯანმრთელობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის გაძლიერება ევროპულ მოთხოვნებთან ჰარმონიზაციის გზით, გარემოს ჯანმრთელობის საკითხების მართვის გაუმჯობესება, გრძელვადიანი ჯანმრთელობისა და გარემოსდაცვითი პოლიტიკის უზრუნველყოფა და სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.

პროექტი ხორციელდება იტალიის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტისა (Istituto Superiore di Sanità) და ფონდი „მინოპრიოს“ (Fondazione Minoprio) მიერ,  პარტნიორ ინსტიტუტებთან - ინგლoსის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სააგენტოსა (PHE) პოლონეთის პროფესიული მედიცინის ინსტიტუტთან (NOFER) ერთად.

შეხვედრას დაესწრნენ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და სხვადასხვა სამინისტროებისა და უწყებების  წარმომადგენლები, ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საანგარიშო პერიოდში განხორციელებული აქტივობები, შედეგები და საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადებული ანგარიშები და რეკომენდაციები.