Posted on:
3/6/2017
title
2017 წლის 6-7 მარტს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და აშშ დაავადებათა კონტროლის (CDC) ორგანიზებით ჩატარდა ანტიმიკრობული რეზისტენტობის, საავადმყოფოსთან ასოცირებული ინფექციების და ინფექციური კონტროლის და პრევენციის საკითხებისადმი მიძღვნილი სამუშაო შეხვედრა.
შეხვედრას ესწრებოდნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ოფისის და აშშ დაავადებათა კონტროლის (CDC) ხელმძღვანელი პირები. ასევე, საქართველოს წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელები, ეპიდემიოლოგები, ექიმი ინფექციონისტები და მიკრობიოლოგები.