Logo

ვაქცინაციის მარათონი სოფელ პატარძეულში 21.10.2021

title

2021 წლის 21 ოქტომბერს სოფელ პატარძეულში დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტოლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის ორგანიზებით ვაქცინაციის მარათონი დაიწყო.
კვირეულის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტოლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე სოფელ მანავში იმყოფებოდნენ, სადაც ვაქცინაციის პროცესს ადგილზე გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

ეკატერინე ტიკარაძე:
,,ვაქცინაციის მარათონს კახეთში ვაგრძელებთ. ჩვენ ის სოფლები შევარჩიეთ, სადაც ვაქცინაციის ტემპი დაბალია. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის ექიმებისა და ადგილობრივი თვითმართველობის ჩართულობა, რათა მოქალაქეებს სწორი ინფორმაცია მიაწოდონ. ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი მიმდინარე პროცესს მუდმივ მონიტორინგს გაუკეთებს. "

„ვაქცინაციის ტემპი იმატებს. მარათონის ფარგლებში , პირველ დღეს 120 , გუშინ კი 300 ადამიანი აიცრა. დიდი იმედი გვაქვს, რომ სასოფლო დასახლებაში მარათონი კარგ შედეგს გამოიღებს, თუმცა ეს ყველაფერი შემდგომშიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. აქ ძალიან გამოცდილი ექიმები და ექთნები არიან. მოგეხსენებათ, რომ კახეთში შემთხვევების მატებაა და ამ პროცესს მხოლოდ მასობრივი ვაქცინაცია გააჩერებს“ - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ვაქცინაციის მარათონში, პირველ ეტაპზე, 49 სოფელია ჩართული.