Logo

საქართველოში ევროასოცირების ფარგლებში მიმდინარეობს გადამდებ დაავადებათა მართვისა და ზედამხედველობის სისტემის შეფასების პროცესი 11.11.2019

title

2019 წლის 11-15 ნოემბერს  ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის და    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კოორდინირებით საქართველოში  ევროასოცირების ფარგლებში მიმდინარეობს გადამდებ დაავადებათა მართვისა და ზედამხედველობის სისტემის შეფასების პროცესი. 

11 ნოემბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა მისიის გახსნა. შეხვედრას ესწრებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები,  ევროკავშირის წარმომადგენლები და ექსპერტები. ასევე, დარგის ექსპერტები. ცენტრში ვიზიტი მოიცავდა პლენარულ და ინტერვიუს ფორმატის შეხვედრებს

შეფასების პროცესი მოიცავს ექვს კომპონენტს: ჯანდაცვის სისტემის მართვა, ადამიანური რესურსების შესაძლებლობების განვითარება, ზედამხედველობა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებზე მზადყოფნა და რეაგირება, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიკრობიოლოგიური ლაბორატორიების ეროვნული სისტემა, სახელმწიფო პროგრამები.

მისიის ფარგლებში დაგეგმილია რეგიონულ ცენტრებში და სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან შეხვედრები.