Logo

ხელების ჰიგიენის მსოფლიო დღე სამედიცინო პერსონალში 5 მაისი, 2021 წ „წამები იხსნიან სიცოცხლეს - დაიცავით ხელების სისუფთავე!“

title

ხელების დაბანის გლობალური კამპანია „გადაარჩინეთ სიცოცხლე: დაიცავით ხელების სისუფთავე!“ 2009 წლიდან, ყოველწლიურად, 5 მაისს აღინიშნება და მისი მიზანია სამედიცინო პერსონალში ხელების ჰიგიენის მნიშვნელობის ხაზგასმა და მისი პოპულარიზაცია და, აგრეთვე, გლობალური ძალისხმევის და ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერება ხელების ჰიგიენის გასაუმჯობესებლად. 


ხელების ჰიგიენის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით 2021 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს სამედიცინო დაწესებულებებსა და პერსონალს უზრუნველყონ ხელების ჰიგიენის ეფექტურად განხორციელება სერვისის მიწოდების ადგილებზე - იქ,  სადაც  სამი მნიშვნელოვანი კომპონენტია თანხვედრაში: პაციენტი, სამედიცინო მუშაკი და ზრუნვის/მკურნალობის პროცესი, რომელიც მოიცავს პაციენტთან და მის გარემოსთან კონტაქტს.


სამედიცინო სერვისების მიწოდების ადგილებზე, ინფექციების გავრცელების ეფექტური კონტროლისათვის,  მნიშვნელოვანია სამედიცინო პერსონალმა დაიცვას  ხელის ჰიგიენის სრული პროცედურა (1) პაციენტთან კონტაქტამდე, (2) ასეპტიკური პროცედურების დაწყებამდე, (3) პაციენტის ბიოლოგიურ სითხეებთან შეხების შემდეგ, (4) პაციენტთან კონტაქტის შემდეგ და (5) პაციენტის გარემოსთან შეხების შემდეგ. https://cdn.who.int/media/docs/default-source/integrated-health-services-(ihs)/infection-prevention-and-control/your-5-moments-for-hand-hygiene-poster.pdf?sfvrsn=83e2fb0e_11



ამ მიზნის მიღწევა სავსებით შესაძლებელია ჯანმოს ხელების ჰიგიენის გაუმჯობესების სტრატეგიაში არსებული რეკომენდაციების  გათვალისწინებით.


ქართული ვერსია იხილეთ აქ


კამპანიის თემა: ხელების ჰიგიენის უზრუნველყოფა სერვისის მიწოდების ადგილებზე

სლოგანიწამები იხსნიან სიცოცხლეს - დაიცავი ხელების სისუფთავე!

კამპანიის ამოცანები:

  • ფართო აუდიტორიის ჩართულობის უზრუნველყოფა, რათა  მოხდეს  სამედიცინო სერვისების მიწოდების ადგილებზე ხელების ჰიგიენის ღონისძიებების დაცვა ჯანმოს ხელების ჰიგიენის სტრატეგიის შესაბამისად.
  • ჯანმოს 2020 წლის  ხელების უნივერსალური ჰიგიენის შესახებ რეკომენდაციებისა და ჯანმოსა და UNICEF-ის ერთობლივი რეკომედაციების განხორციელების მხარდაჭერა სამედიცინო დაწესებულებებში .[i]

მოწოდება ქმედებებისაკენ:

სამედიცინო პერსონალს: ახლა, როგორც არასდროს, უზრუნველყავით ხელების ჰიგიენა ჯანდაცვის სერვისის მიწოდების ადგილებზე

ინფექციის პრევენციისა და კოტროლზე პასუხიმგებელი პირებს: იყავით ჩემპიონები და მასწავლებლები, მხარი დაუჭირეთ ხელების ჰიგიენის ღონისძიებებს

დაწესებულებების მენეჯერებს: დარწმუნდით, რომ ხელების ჰიგიენის დაცვისათვის საჭირო საშულებები ხელმისაწვდომია ადგილებზე

პოლიტიკის შემქნელებს: განახორციელეთ ინვესტიციები ახლა, რათა ხელების ჰიგიენა ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს

პაციენტებსა და მათი ოჯახის წევრებს: დაგვეხმარეთ, რათა დაგეხმაროთ: დაიცავით ხელების სისუფთავე!

ამცრელ კაბინეტებში მომუშავე პირებს: დაიცავით ხელების სისუფთავე ყოველი ვაქინაციისას!

თითოეული ჩვენთაგანი:აქციე ხელების ჰიგიენის დაცვა ჩვევად, ეს ყველას გვიცავს!

ჯანმოს კამპანია „გადაარჩიე სიცოცხლე“ COVID-19-ის კონტექსტში.


კამპანია ასევე ეხმაურება ხელების ჰიგიენის მნიშვნელობას  COVID-19-ის კონტექსტში. ხელების ჰიგიენა ერთერთი ყველაზე ეფექტური ღონისძიებაა პათოგენების გავრცელების და ინფექციების გავრცელების შესამცირებლად, მათ შორის COVID-19 ვირუსის პრევენციისათვის.


ჯანმომ ასევე შეიმუშავა ტექნიკური რეკომენდაციები ხელების დაბანის ინიციატივების შესახებ COVID-19-ის კონტექსტში, რომლის ვიზუალური პოსტერი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:

https://cdn.who.int/media/docs/default-source/integrated-health-services-(ihs)/infection-prevention-and-control/who-hh-community-campaign-finalv3.pdf?sfvrsn=322df98f_2


პოსტერის ქართული ვერსიის ლინკი შეგიძლიათ იხილოთ


მსოფლიოს მასშტაბით უკვე 23,564 სამედიცინო დაწესებულება შეუერთდა კამპანიას. ონლაინ კამპანიას  შეუერთდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიც.

თქვენც შეგიძლიათ შეუერთდეთ კამპანიას ონლაინ ბმულზე გადასვლით;

 https://www.who.int/campaigns/save-lives-clean-your-hands/sign-up-save-lives-clean-your-hands