Posted on:
09.10.2020
title
2021 წლის 26 თებერვალს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა შეხვედრა ცენტრის გენერალურ დირექტორს ბატონ ამირან გამყრელიძესა და საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ბატონ იმამურა აკირას შორის.
შეხვედრა იყო გაცნობითი ხასიათის. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების, COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში გატარებული ღონისძიებების, რეგულაციების, შეზღუდვების შემსუბუქების, ვაქცინაციის და COVID-19-თან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე. დაისახა ურთიერთანამშრომლობის სამომავლო გეგმები.