Logo

7-13 ივნისი, 2021, გულის რითმის მსოფლიო კვირეული

title

გულის რითმის მსოფლიო კვირეული ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 2021 წლს 7 –13 ივნისს აღინიშნება.

2021 წლის კვირეულის დევიზი: ,,მოუსმინე შენს გულს’’

კვირეულის ორგანიზატორია  არითმიის ალიანსი, პაციენტთა, საქველმოქმედო და პროფესიონალთა კოალიცია, რომლებიც ერთად მუშაობენ რითმის მოშლის  ეფექტური დიაგნოზცირებისა  და მკურნალობისთვის.

გულის რითმის მსოფლიო კვირეულის მიზანია რითმის დარღვევის სიმპტომების შესახებ ცნობიერების ამაღლება როგორც ფართო საზოგადოებაში, ასევე სამედიცინო პერსონალში.

კვირის განმავლობაში, არითმიის ალიანსი მიმართავს თავის მხარდამჭერებს დაეხმარონ  სოციალურ ქსელში ინფორმაციის გაზიარებით, საზოგადოებრივ ადგილებში ინფორმაციის ჩვენებით, ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებით ან უბრალოდ შემოწირულობით.

რა არის არითმია?

კლინიკური მდგომარეობაა, როდესაც საქმე გვაქვს გულის არარეგულარულ შეკუმშვასთან ანუ არანორმალურ გულისცემის რითმთან.

მიზეზები:

·         რითმის წამყვანის პრობლემები - ანუ როდესაც გულის ბუნებრივი რითმის წამყვანი ე.წ. სინუსის კვანძი გამოდის მწყობრიდან და იმპულსების გენერირება ხდება მის გარეთ - ექტოპიურ უბნებში

·         ელექტრული იმპულსის გამტარებლობის დარღვევები.

სიმპტომები:

ზოგიერთი არითმია უსიმპტომოდ მიმდინარეობს, უხშირესი სიმპტომებია:

·         ნაადრევი შეკუმშვა, გულის ფრიალი  და ე.წ. გამოვარდნის შეგრძნება

·         თავბრუსხვევა

·         საერთო სისუსტე

·         გულის წასვლის ეპიზოდები.

დიაგნოზი:

გარკვეულ შემთხვევებში არითმია არადიაგნოსცირებული და არანამკურნალები რჩება. ხშირად გულის წასვლის ეპიზოდები არ არის სწორად შეფასებული, ზოგჯერ არამართებულად ეპილეფსიას მიეწერება და ა.შ. სადიაგნოსტიკო მეთოდებში პირველ რიგში  მოიაზრება მოსვენების  ეკგ კვლევა, ჰოლტერის  24 ეკგ მონიტორირება, ასევე არითმიის პროვოცირებისათვის  მოწოდებულია  ფიზიკური დატვირთვის ტესტი და ელექტროფიზიოლოგიური კვლევა.

მკურნალობის მეთოდები მოიცავს მედიკამენტურ მკურნალობას და ინვაზიურ მეთოდებს ჩვენებების მიხედვით. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ძირითადი დაავადების მკურნალობა, როდესაც გულის რითმის დარღვევა-გართულებაა ან ზოგადად, რითმის დარღვევის დროული იდენტიფიცირება.

რითმის დარღვევა და კორონავირუსული ინფექცია

წინაგულთა ფიბრილაცია  ან სხვა სახის  რითმის დარღვევა არ ზრდის კორონავირუსით დაინფიცირების რისკს. ამასთან, დაინფიცირების შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა  ან  სხვა ქრონიკული პრობლემების მქონე პაციენტები საჭიროებენ მეტ ყურადღებას გართულებებისა და მძიმე პროგნოზის თავიდან ასაცილებლად.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

https://www.heartrhythmalliance.org/aa/uk/heart-rhythm-week