Logo

ბიოუსაფრთხოების ტრენინგი

title

დკსჯეც  ახორციელებს ბიოუსაფრთხოების ტრენინგის ეფექტურ პროგრამას ლაბორატორიის ყველა თანამშრომლისთვის. აღნიშნული პროგრამა  ორიენტირებულია კარგ ლაბორატორიულ პრაქტიკაზე, უსაფრთხო სამუშაო პროცედურებზე, ასევე ქცევით ნორმებისა და ადგილობრივი წესების დაცვაზე. 

ბიოუსაფრთხოების ტრეინინგები ასევე მოიცავს ინფორმაციას პოტენციურად საშიშ მასალებთან მუშაობისას ბიორისკის შემცირებისა და პრევენციისთვის საჭირო ბიოუსაფრთხოების მეთოდების შესახებ.აგრეთვე ბიოდაცვისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მხრიდან წაყენებულ მოთხოვნათა  შესახებ.