Logo

„სამუშაო შეხვედრის ჩატარება “ჯანმრთელობა 2020“-ის და „არაგადმდებ დაავადებათა პრევენციის და კონტროლის გლობალური მონიტორინგის მიზნების’’ შესაბამისად ეროვნული ჩარჩოს ჩამოყალიბება“

title

პროექტის დასახელება:    „სამუშაო შეხვედრის ჩატარებაჯანმრთელობა 2020“-ის და „არაგადმდებ დაავადებათა პრევენციის და კონტროლის გლობალური მონიტორინგის მიზნების’’ შესაბამისად ეროვნული ჩარჩოს ჩამოყალიბება“.   ჯანმო, 24.10.2015 – 10.12.2015.


პროექტის ანოტაცია

).  პროექტის მიზანი:   

სამუშაო შეხვედრის ჩატარება, რომელზეც მოხდება: ჯანმო- დოკუმენტების გაცნობა;

მულტისექტორული მიდგომის ინიცირება;"ჯანმრთელობა 2020“- და "არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის გლობალური მონიტორინგის ჩარჩო"- ფარგლებში ინდიკატორების განხილვა.


). პროექტის განხორციელების გზები:     

სამუშაო შეხვედრის ფორმატის განსაზღვრა;  მონაწილეთა შერჩევა; სათანადო დოკუმენტაციის, პრეზენტაციების და მასალების მომზადება; შეხვედრის ჩატარება; ჯანმოს მიერ შემოთავაზებული ინდიკატორების გაანალიზება;  მონაცემთა ხელმისაწვდომობის, შეგროვების გზების, პერიოდულობის, მონაცემთა წყაროების, დარგებს შორის მონაცემთა გაცვლის მექანიზმების დასახვა.

                                                            

). მოსალოდნელი შედეგები:   

ჯანმრთელობა 2020“-ის და „არაგადმდებ დაავადებათა პრევენციის და კონტროლის გლობალური მონიტორინგის მიზნების’’ შესაბამისად ჩამოყალიბდა ეროვნული ინტერსექტორული ჯგუფი.  

  


პროექტის დასახელება:  “Architect HCVcore Ag ტესტის ვალიდაცია”. Abbott Diagnostic,

01.05.2016 – 30.06.2017.


პროექტის ანოტაცია

ა). პოექტის  მიზანი:

C პეპატიტის სკრინინგისა და კონფირმაციის ახალი დიაგნოსტიკური ალგორითმის შეფასება და HCV დადებითი პაციენტებში ანტივირუსული თერაპიის მონიტორინგის პროცესში  Abbott Architect HCVcore Ag ტესტის გამოყენება.


ბ). პროექტის განხორციელების გზები:  

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამუშაო ჯგუფი დიაგნოსტიკუმების მგრძნობელობის, სპეციფიურობის, სუზუსტის და დეტექციის საზღვრების ვალიდაციისათვის ჩაატარებს ხარისხის კონტროლის პროცედურებს საკონტროლო პანელების გამოყენებით. კვლევა ცენტრის სეროლოგიისა და მოლეკულური ეპიდემიოლოგიის ლაბორატორიებში.

კვლევისათვის შეგროვდება 5000 ნიმუში HCV სკრინინგისა და ,,უსაფრთხო სისხლის“ პროგრამების ფარგლებში და ასევე დამატებით გამოყენებული იქნება ელიმინაციის პროგრამაში  STOP-C ბაზიდან რანდომულად შერჩეული 1000 პაციენტის ნიმუშები მკურნალობის დაწყებამდე, მკურნალობის მე-4 კვირაზე და მკურნალობის დასრულებისას (12, 20 ან 24 კვირაზე და დამოკიდებულია მკურნალობის რეჟიმზე).

შეგროვილი ნიმუშები: ყველა ნიმუში უნდა დაიტესტოს Abbott Architect anti-HCV, HIV Combo, HBV core (ხარისხობრივი)-ით და  anti-HBc დადებითი ნიმუშები HBsAg -ით; მიღებული შედეგები შედარდება წინასწარ ცნობილი სწრაფი და სტანდარტული ELISA ტესტების შედეგებთან. სტანდარტული სწრაფი, ELISA ტესტებით და  Abbott Architect-ით Anti-HCV ყველა დადებითი ნიმუში  უნდა დაიტესტოს Architect HCV core antigen-ით.   სტანდარტული სწრაფი, ELISA  და  Abbott Architect-Anti-HCV  ყველა დადებითი   და  Architect HCV core Ag უარყოფითი ნიმუშები უნდა გადამოწმდნენ ინდივიდუალურად NAT ტესტირებით Abbott RealTime HCV VL -ით.

კვლევის მნიშვნელოვანი საბოლოო ეტაპი: უნდა შედარდეს HCVcoreAg და HCV NAT შედეგები სტანდარტული მეთოდებით ტესტიტრების შედეგებთან, შეფასდეს სხვადასხვა სამუშაო პროცესის  ღირებულება, რადგან განისაზღვროს HCVAg კვლევის გამოყენების ხარჯეფექტურობა და მიზანშეწონილობა HCV ინფექციის კონფირმაციაში სკრინინგის შემდგომ ეტაპზე და მკურნალობის გამოსავლების მონიტორინგის პროცესში.


გ). მოსალოდნელი შედეგები:

ყველა შედეგი შედარდება არსებულ ჩანაწერებთან და  შეფასდება თუ რა სიზუსტით მოახდენს HCV core ანტიგენის ტესტი იმ პაციენტების დიფერენციერებას ვინც მკურნალობის მომენტში მიაღწიეს მდგრად ვირუსულ პასუხს და ვინც შეწყვიტა მკურნალობა.

პროექტის საშუალებით შესაძლებელია  HCV core Ag ტესტის ვალიდაცია და მისი გამოყენების ხარჯეფექტურობის ჩვენება  დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისათვის, სადაც მაღალია C ჰეპატიტის გავრცელების მაჩვენებელი.