Logo

ძუძუს კიბო რისკ-ფაქტორები

title

სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების ალბათობა მეტი აქვთ 50 წელს გადაცილებულ ქალებს მენოპაუზის სტადიაში, ქალებს, რომლებსაც არასოდეს უმშობიარიათ ან პირველი შვილი 30 წლის შემდეგ გააჩინეს.

სიმსივნის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს:

  • გენეტიკურ წინასწარგანწყობა; 
  • აბორტები;
  • რეპროდუქციული სისტემის დაავადებები;
  • ჰორმონული დისბალანსი;
  • ძუძუთი კვებაზე უარის თქმა
  • რადიაქტიულიზემოქმედება;  
  •  ძუძუს ტრავმები;

თუ გაქვთ ძუძუს კიბოსადმი მემკვიდრული განწყობა,ანუ სარძევე ჯირკვლის კიბოს შემთხვევები ახლო ნათესავებში (დედა, და, შვილი)ექიმის კონსულტაციები და ძუძუს პროფილაქტიკური კვლევა უნდა დაიწყოთ შედარებით ადრეული ასაკიდან.

ჩვეულებრივ, 18-35 წლის ასაკში სარძევე ჯირკვლის დათვალიერება ექიმის (მამოლოგის ან გინეკოლოგის) მიერ საჭიროა სამ წელიწადში ერთხელ, 35-40 წლის ასაკში - ორ წელიწადში ერთხელ, 40წლის ზევით - წელიწადში ერთხელ, ამასთან, ამ ასაკობრივ ჯგუფში უნდა ჩატარდეს სკრინინგული  (მამოგრაფიული) კვლევა ორ წელიწადში ერთხელ.

ძუძუს ნებისმიერი უჩვეულო ცვლილების შემჩნევისას უნდა  მიმართოთექიმს.

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო