Logo

პრესრილზი - 01.11.2019

title

2019 წლის 1 ნოემბერს 11:00 საათზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართება ერთიანი ჯანმრთელობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სლოგანით

ძალისხმევათა მხარდაჭერა ადამიანის, ცხოველებისა და გარემოს ჯანმრთელობის სფეროებში

  შეხვედრას დაესწრებიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა , შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს , გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს , სურსათის ეროვნული სააგენტოს , სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის , ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ანტიმიკრობული რეზისტენტობის საერთაშორისო ცენტრის ( კოპენჰაგენი , დანია ) წარმომადგენლები .

2018 წელს , ცენტრი შეუერთდა აღნიშნულ გლობალურ ინიციატივას და უკვე მეორედ ატარებს ერთიანი ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეს .

შეხვედრაზე განხილულ იქნება ზოონოზური ინფექციებისა და ანტიმიკრობული რეზისტენტობის საკითხებისადმი ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომა , როგორც მსოფლიოში , ისე საქართველოში . ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები იმსჯელებენ ერთიანი ჯანმრთელობის აქტუალურ საკითხებზე და დაიგეგმება საქართველოში აღნიშნული მიდგომით გასატარებელი ღონისძიებები .

ერთიანი ჯანმრთელობის კონცეფცია გაერთიანებულ ჭრილში აღიქვამს ადამიანს , ცხოველებსა და მათთან დაკავშირებულ ეკოსისტემას , შესაბამისად , აღნიშნული მიდგომა აუცილებელია ზოონოზური დაავადებების ჭეშმარიტი ტვირთის განსაზღვრისა და შემცირებისათვის .

საქართველოსთვის აღნიშნული კონცეფცია ახალი არ არის.   ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა , შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს   წლების განმავლობაში აკავშირებს მჭიდრო თანამშრომლობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მის დაქვემდებარებულ უწყებებთან - სურსათის ეროვნული სააგენტოსა  (NFA)  და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიასთან (LMA).

მიმდინარე წელს , აქცენტი გაკეთდება ანტიმიკრობულ რეზისტენტობაზე ( ამრ ).  მოგეხსენებათ , რომ    ამრ - ი ევროკავშირის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრიორიტეტია . ამრ - თან ბრძოლის ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომა გლობალური სტრატეგიაა , რომელიც ეფუძნება მულტიდისციპლინურ თანამშრომლობასა და კომუნიკაციას მედიცინის , ვეტერინარიისა და გარემოს დაცვის სექტორებს შორის .  ამრ - ის საწინააღმდეგო გლობალური სამოქმედო გეგმა შემუშავებულ იქნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ( ჯანმო ) მიერ , გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან და ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან    თანამშრომლობით . აღნიშნული სამოქმედო გეგმა ერთხმად მიღებულ იქნა 2015 წლის მაისში ჯანმო - ს მსოფლიო ანსამბლეაზე .  საქართველოს ამრ - ის საწინააღმდეგო ეროვნული სტრატეგიაც , რომელიც დამტკიცებულია 2017 წლის 11 იანვრის მთავრობის განკარგულებით , ეფუძნება ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომას და სხვა საკითხებთან ერთად , სოფლის მეურნეობასა და ვეტერინარიაში ანტიბიოტიკების გამოყენების შესწავლას და მათ შეზღუდვაზე ამახვილებს ყურადღებას .

ვებ გვერდი: www.ncdc.ge

ფეისბუქი: National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH)

 

საკონტაქტო პირები: ნინო მამუკაშვილი 5 95 956 103, ამბროსი კეკელიძე 599 94 64 31

მისამართი: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი, #99