title
დანართი 5: საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურები (სჯდ ცენტრები)საქართველოში 2022 წლის მარტიდან ხელმისაწვდომია COVID-19-ის სამკურნალო უახლესი თაობის ანტივირუსული მედიკამენტი - ნირმატრელვირ/რიტონავირის ტაბლეტები („პაქსლოვიდი“), რომელიც გამოიყენება დაავადების დამძიმების რისკის მქონე მსუბუქი და საშუალო სიმძიმის COVID-19-ით ინფიცირებული ამბულატორიული პაციენტების (12 წლის და 40 კგ.-ზე მეტი წონის) სამკურნალოდ, რომლებსაც ამ ეტაპზე არ ესაჭიროებათ ჰოსპიტალიზაცია.
COVID-19-ის დამძიმების რისკის ფაქტორები:
- ასაკი ≥60 წელი;
- ფილტვის ქრონიკული დაავადებები (მაგ: ფქოდი, საშუალო ან მძიმე მიმდინარეობის ბრონქული ასთმა, ცისტური ფიბროზი, ფილტვის ფიბროზი და სხვ.);
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია;
- ცერებროვასკულური დაავადებები;
- ნევროლოგიური დაავადებები, დემენცია;
- შაქრიანი დიაბეტი;
- სიმსუქნე (BMI³30 kg/m2);
- ონკოლოგიური დაავადებები;
- იმუნომაკომპრომეტირებელი მდგომარეობები (მაგ: ორგანო ტრანსპლანტირებული, აივ/შიდსი, სხვა იმუნოდეფიციტური მდგომარეობები, იმუნოსუპრესიული მედიკამენტოზური მკურნალობა სისტემური კორტიკოსტეროიდების ჩათვლით);
- ჰემატოლოგიური დაავადებები (ლიმფომები, ლეიკემიები, ნამგლისებურუჯრედოვანი ანემია, თალასემია და სხვ.);
- თირკმლის ქრონიკული დაავადებები;
- ღვიძლის ქრონიკული დაავადებები და სხვ.
„პაქსლოვიდის“ დანიშვნა შესაძლებელია განხილულ იქნას იმ პაციენტებშიც, რომელთაც აღენიშნებათ ცხელება ≥38°C სამ დღეზე მეტი ხანგრძლივობით, ან/და რომელიც არ ექვემდებარება ანტიპირეტული საშუალებებით მკურნალობას. პაქსლოვიდის დანიშვნა ასევე შესაძლებელია კონკრეტულ პაციენტთან, ექიმის გადაწყვეტილებით, ინდივიდუალური მიდგომით. პაქსლოვიდის გამოყენება შესაძლებელია იმ პაციენტებშიც, რომლებიც ჰოსპიტალიზებულნი არიან არა საკუთრივ COVID-19-ის მძიმე მიმდინარეობის გამო, იმ პირობით, რომ მათ აქვთ მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის COVID-19, იმყოფებიან დაავადების დამძიმების მაღალი რისკის ქვეშ და სიმპტომების დაწყებიდან არ არის გასული 5 დღეზე მეტი.
ფართომასშტაბიანი კლინიკური კვლევებით დადგინდა, რომ COVID-19-ის სიმპტომების დაწყებიდან 3 დღის ინტერვალში პაქსლოვიდის გამოყენებით მიღწეულ იქნა ჰოსპიტალიზაციის და/ან სიკვდილობის რისკის 89%-იანი შემცირება. „პაქსლოვიდს“ მინიჭებული აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), აშშ სურსათისა და წამლის ადმინისტრაციისა (FDA) და ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) ავტორიზაცია გამოყენების თაობაზე.
„პაქსლოვიდის“ დანიშვნას უზრუნველყოფს COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების მართვაში ჩართული ექიმი, ბინაზე დისტანციურ მართვაში ჩართული ონლაინ-კლინიკის ექიმი, დაზღვევის ექიმი პაციენტის კლინიკური მდგომარეობის, დაავადების დამძიმების რისკების შეფასებისა და წამალთაშორისი ურთიერთქმედების დადგენის შემდგომ.
მკურნალობის დაწყება ხდება COVID-19-ის დიაგნოზის დასმიდან
(სწრაფი ტესტირების (SARS-CoV-2-ის ანტიგენის განსაზღვრა ცხვირხახის ნაცხში) მომსახურების მიმწოდებელთა ნუსხა) რაც შეიძლება მალე და დაავადების სიმპტომების გამოვლენიდან არაუგვიანეს 5 დღის ინტერვალში. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 5 დღეს.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ: