Logo

პოლიომიელიტის ორალური ვაქცინა (ოპვ/OPV)

title

პოლიომიელიტის ორალური ვაქცინა (ოპვ/OPV)
იცავს დაავადებისგან

 

პოლიომიელიტი

 

ვაქცინის დოზა, ადმინისტრირების მეთოდი

 

ერთი დოზა შეადგენს  2 წვეთს,  ვაქცინის ადმინისტრირება ხდება ორალურად (პირის ღრუში ჩაწვეთებით

 

ნამდვილი უკუჩვენებები. ვაქცინაცია არ ტარდება.

 

მძიმე ალერგიული რეაქცია ვაქცინის  წინა დოზაზე ან ვაქცინის კომპონენტზე;

აივ ინფექცია  კლინიკური ნიშნებით;

თანდაყოლილი  იმუნოდეფიციტები;

ხანგრძლივი იმუნოსუპრესორული თერაპია;

ორსულობა (თუ არ არის სხვა უკუჩვენება შესაძლებელია ჩატარდეს იპვ-ით).

 

გაფრთხილება

 

ბავშვები  დადასტურებული, თანდაყოლილი  იმუნოდეფიციტით აივ ჩათვლით იცრებიან  ინაქტივირებული პოლიო ვაქცინით (იპვ) საშუალო სიმძიმის ან მძიმე მწვავე დაავადება ტემპერატურით და/ან მის გარეშე - გადადეთ ვაქცინაცია გამოჯანმრთელებამდე

 

ცრუ უკუჩვენებები. ვაქცინაცია ტარდება.

 

მცირედ ან ზომიერად გამოხატული ადგილობრივი რეაქცია ვაქცინის  წინა დოზაზე;
პერინატალური  ენცეფალოპათია;
სტაბილური ნევროლოგიური მდგომარეობა (მათ შორის ცერებრალური  დამბლა, განვითარების და/ან გონებრივი ჩამორჩენილობა, კარგად კონტროლირებადი კრუნჩხვები);
ანემია,  ქრონიკული ტონზილიტი,  ოტიტი;
თიმუსის ჩრდილის გადიდება;
ალერგია,  ასთმა,  პოლინოზი,  ეკზემა, დიათეზი;
განვითარების მანკები, ფერმენტოპათია;
დისბაქტერიოზი;
ადგილობრივი ხმარების  სტეროიდები, ანტიმიკრობული პრეპარატები;
ჰიპოტროფია;
დიარეა (ინტოქსიკაციის გარეშე);
ინფიცირებულ პირთან კონტაქტი და/ან გადატანილი ინფექციური დაავადება ახლო წარსულში;
დღენაკლულობა და/ან მცირე წონა (>2000 გრ);
სეფსისი ანამნეზში;
აუტოიმუნური  დაავადება (წითელი მგლურა, რევმატიული ართრიტი);
ახალშობილთა  ჰემოლიზური დაავადება;
მკურნალობას  დაქვემდებარებული ეპილეფსია;
ორსულობა - დედა და/ან სხვა ახლო კონტაქტი;
ბუნებრივი ან ხელოვნური კვება;
რეციპიენტის რეპროდუქციული  ასაკი.