Logo

31 მაისი - დღე მსოფლიო თამბაქოს გარეშე 31.05.2021

title 2021 წლის 31 მაისს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა დღე მსოფლიო თამბაქოს გარეშე აღნიშნა ცენტრის ერთ-ერთი კორპუსის კედლის მოხატვით. შენობის კედელზე საგანგებოდ, ამ დღისთვის თამბაქოს თემატიკის შინაარსის ნამუშავარი შესრულდა. არტისტებმა დაწესებულების კედელზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პოსტერების კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდების ნამუშევრები გადაიტენეს. კონკურსის ფარგლებში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა თამბაქოს მავნეობის თემაზე კრეატიული ვიზუალური მასალა მოამზადეს