Logo

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე 2021

title

იშვიათ დაავადებების მსოფლიო დღე (Rare Diseases Day) მსოფლიოს მასშტაბითყოველწლიურადთებერვლის ბოლო დღეს აღინიშნება.

დღის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლებააგრეთვე პოლიტიკის განმსაზღვრელი პირებისსახელმწიფო სტრუქტურებისმკვლევარებისჯანდაცვის პროფესიონალებისა და სხვა დაინტერესებული პირების ინფორმირებულობის გაზრდა და იმ სიმძიმეებისა და სირთულეების წარმოჩენარომლებიც იშვიათი დაავადებების შედეგად პაციენტებსა და მათზე მზრუნველ პირებში ვლინდება.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღის აღნიშვნა ხელს უწყობს მოსახლეობის ცნობიერების  ამაღლებას და მოუწოდებს მკვლევარებს და პოლიტიკის განმსაზღვრელებს ყურადღება გაამახვილონ იშვიათი დაავადებების მქონე ადამიანების საჭიროებებზე.

იშვიათ დაავადებების მსოფლიო დღე პირველად 2008 წელს, EURORDIS-ისა (ევროპის იშვიათ დაავადებათა ორგანიზაციადა ეროვნული ალიანსის საბჭოს მიერ აღინიშნა. EURORDIS წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციასსადაც მსოფლიოს 70 ქვეყნის პაციენტის უფლებათა დაცვის 837 ორგანიზაციაა გაერთიანებულიიშვიათი დაავადებების შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია თავდაპირველად ევროპის რეგიონში დაიწყოთუმცა ის მთელს მსოფლიოში გავრცელდა.

2021 წელსიშვიათი დაავადებების მსოფლიო დღის სლოგანია „ბევრნიძლიერები და ამაყები

მსოფლიოში 300 მილიონი ადამიანი ცხოვრობს იშვიათი დაავადებით (აღმოჩენილი 6 000 დაავადებიდან ერთერთი დაავადებით), რომლებზეც ზრუნავენ ოჯახის წევრებიმეგობრები და მზრუნველი პირებიიშვიათი დაავადებები გავლენას ახდენს მსოფლიოს მოსახლეობის 3.5% - 5.9%-ზე.

იშვიათი დაავადებების 72% გენეტიკურიგენეტიკური დაავადებების 70% თავს იჩენს ბავშვთა ასაკში.

ევროპის რეგიონშ იშვიათ დაავადებად მიიჩნევა დაავადებარომელიც 2 000-დან 1 ადამიანს აღენიშნება.

 

https://www.rarediseaseday.org/article/what-is-rare-disease-day

https://www.eurordis.org/about-eurordis