Logo

ტეტანუსი-დიფთერია (Td)

title

ტეტანუსი-დიფთერია (Td)
იცავს დაავადებისგან

 

ტეტანუსი
დიფთერია

 

ვაქცინის დოზა, ადმინისტრირების მეთოდი

 

ვაქცინის 1 საინექციო დოზა შეადგენს 0,5 მლ-ს, აცრა კეთდება დელტისებური კუნთის ზედა მესამედში

 

ნამდვილი უკუჩვენებები. ვაქცინაცია არ ტარდება.

 

მძიმე ალერგიული რეაქცია ვაქცინის წინა დოზაზე ან ვაქცინის კომპონენტზე;

 

გაფრთხილება

 

გიენ-ბარეს  სინდრომი აცრიდან <6 კვირის განმავლობაში  ვაქცინის წინა დოზის მიღებიდან (ტეტანუსის ტოქსოიდის გამო);
საშუალო სიმძიმის  ან მძიმე მწვავე დაავადება ტემპერატურით და/ან მის გარეშე - გადადეთ ვაქცინაცია გამოჯანმრთელებამდე!

 

ცრუ უკუჩვენებებივაქცინაცია ტარდება.

 

მცირედ ან ზომიერად გამოხატული ადგილობრივი რეაქცია ვაქცინის წინა დოზაზე;
პერინატალური ენცეფალოპათია;
სტაბილური ნევროლოგიური მდგომარეობა (მათ შორის ცერებრალური დამბლა, განვითარების და/ან გონებრივი ჩამორჩენილობა, კარგად კონტროლირებადი კრუნჩხვები);
ანემია,  ქრონიკული ტონზილიტი, ოტიტი;
თიმუსის ჩრდილის გადიდება;
ალერგია,  ასთმა, პოლინოზი, ეკზემა, დიათეზი;
განვითარების მანკები, ფერმენტოპათია;
დისბაქტერიოზი;
ადგილობრივი ხმარების სტეროიდები, ანტიმიკრობული  პრეპარატები;
ჰიპოტროფია;
დიარეა (ინტოქსიკაციის გარეშე);
ინფიცირებულ  პირთან კონტაქტი და/ან გადატანილი ინფექციური  დაავადება ახლო წარსულში;
დღენაკლულობა და/ან მცირე წონა (>2000 გრ);
სეფსისი ანამნეზში;
აუტოიმუნური დაავადება (წითელი მგლურა, რევმატიული ართრიტი);
ახალშობილთა ჰემოლიზური დაავადება;
მკურნალობას დაქვემდებარებული ეპილეფსია;
ორსულობა - დედა და/ან სხვა ახლო კონტაქტი;
ბუნებრივი ან ხელოვნური კვება;
რეციპიენტის  რეპროდუქციული ასაკი.