Logo

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები

title

მსოფლიოში მაიმუნის ყვავილის ეპიდაფეთქებასთან განაგრძობს ზრდას. დღევანდელი მონაცემებით 75 ქვეყანაში დაფიქსირდა 16 000-ზე მეტი დადასტურებული და სიკვდილის 5 შემთხვევა. ამ დრომდე ევროპის რეგიონი მსოფლიო მასშტაბით, გარდა ენდემური ქვეყნებისა, რჩება მაიმუნის ყვავილის ყველაზე დიდი ეპიდაფეთქების ეპიცენტრში.


23 ივლისს, ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მაიმუნის ყვავილის გლობალური გავრცელება წარმოადგენს საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებულ მდგომარეობას. შესაბამისად, შემუშავდა რეკომენდაციების ნაკრები ქვეყნებისთვის შესასრულებლად.
საქართველოში ამ დრომდე ლაბორატორიულად დადასტურებულია მაიმუნის ყვავილის 1 შემთხვევა, ხოლო უკანასკნელი 21 დღის განმავლობაში არ დაფიქსირებულა ახალი შემთხვევა, შესაბამისად საქართველო მიეკუთვნება ქვეყნების პირველ ჯგუფს. პირველი ჯგუფის ქვეყნებისთვის ჯანმო-მ გამოაქვეყნა შემდეგი რეკომენდაციები:


1.    გააქტიურდეს ან ჩამოყალიბდეს მულტისექტორული კოორდინაციის მექანიზმები, რათა გაძლიერდეს მაიმუნის ყვავილზე მზადყოფნის ყველა ასპექტი და შეჩერდეს ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა.


2.    ნებისმიერი ინდივიდის ან პოპულაციის ჯგუფის სტიგმატიზაციის და დისკრიმინაციის თავიდან აცილების მიზნით, რომლებსაც აქვთ ინფიცირების მაღალი რისკი, საჭიროა, დაიგეგმოს და/ან განხორციელდეს ინტერვენციები, რათა არ მოხდეს მაიმუნის ყვავილის შემდგომი შეუმჩნეველი გადაცემა. ამ ინტერვენციების ფოკუსი უნდა იყოს: თვითშეტყობინებისა და  მკურნალობის ძიების ხელშეწყობა; დროული და ხარისხიანი კლინიკური დახმარების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა; დაზარალებული პირების უფლებების, კონფიდენციალურობის, ღირსებისა და მათი კონტაქტების დაცვა ნებისმიერ თემში.


3.    დაწესდეს და გაძლიერდეს დაავადებებზე ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა, რაც მოიცავს მაიმუნის ყვავილთან თავსებადი დაავადებისთვის სანდო და ზუსტი დიაგნოსტიკური ტესტების ხელმისაწვდომობას, როგორც უკვე არსებული ეროვნული ზედამხედველობის სისტემის ნაწილი. ზედამხედველობის მიზნით,  მაიმუნის ყვავილის საეჭვო, სავარაუდო და დადასტურებული შემთხვევის განსაზღვრების ადაპტაცია.


4.    ჯანდაცვის მუშაკების გადამზადებითა და ცნობიერების ამაღლებით, გაძლიერდეს გამოვლენის შესაძლებლობები, მათ შორის პირველადი ჯანდაცვის რგოლში, სქესობრივი ჯანმრთელობის კლინიკებში, სასწრაფო დახმარების/გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში, სტომატოლოგიურ სფეროში, დერმატოლოგიაში, პედიატრიაში, აივ სერვისებში, ინფექციური დაავადებების კლინიკებში, სამშობიაროებსა და სხვა მწვავე მოვლის დაწესებულბებეში.


5.    მაიმუნის ყვავილის ვირუსის გადაცემის, მასთან დაკავშირებული პრევენციისა და დამცავი ღონისძიებების, აგრეთვე სიმპტომებისა და ნიშნების შესახებ ცნობიერების ამაღლება იმ თემებში, რომლებიც ამჟამად დაზარალდნენ სხვა ქვეყნებში ეპიდაფეთქების დროს (მაგ. გეი, ბისექსუალი და სხვა მამაკაცები, რომლებსაც აქვთ სქესობრივი კონტაქტი მამაკაცებთან (MSM) ან პირებთან, რომლებსაც ჰყავთ მრავალი სქესობრივი პარტნიორი), ისევე როგორც სხვა პოპულაციის ჯგუფებს შორის, რომლებიც შეიძლება რისკის ქვეშ იყვნენ (მაგ., სექსმუშაკები, ტრანსგენდერები).


6.    თემზე დაფუძნებული ძირითადი ჯგუფების, სქესობრივი ჯანმრთელობისა და სამოქალაქო საზოგადოების ქსელების ჩართვა, რათა გაიზარდოს სანდო და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება იმ პოპულაციებსა და თემებში, რომლებიც შესაძლოა იყვნენ ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ.


7.    რისკის კომუნიკაციისა და საზოგადოების მხარდაჭერის ფოკუსირება ისეთ გარემოსა და ადგილებზე, სადაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ინტიმურ შეხვედრებს (მაგ., შეკრებები, რომლებიც ორიენტირებულია MSM-ზე). ეს მოიცავს დიდი და მცირე მასშტაბის ღონისძიებების ორგანიზატორებისა და აგრეთვე მფლობელებისა და მენეჯერების ჩართვასა და მხარდაჭერას, რომლებსაც აქვთ სექს-ბიზნესი, რათა მოხდეს ინდივიდუალური დაცვის ზომებისა და რისკის შემცველი ქცევის შემცირების ხელშეწყობა.


8.    მაიმუნის ყვავილის სავარაუდო და დადასტურებული შემთხვევების ჯანმო-სთვის დაუყოვნებლივი შეტყობინება, ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების დადგენილი არხებით.


9.    განხორციელდეს ყველა საჭირო ქმედება, რათა იყოს მზადყოფნა შემდეგი დროებითი რეკომენდაციების ნაკრების გამოყენებისთვის.